თუ თქვენ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, მიმართეთ ამ საშუალებას დახმარებისთვის.
ღვიძლს ორგანიზმის ლაბორატორიას ეძახიან. ეს გამოთქმა საფუძველს არ არის მოკლებული, რადგან ღვიძლი ის ორგანოა, სადაც მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესები - ნაწლავებში შეწოვილი მარტივი ნივთიერებებიდან ცილის, ნახშირწყლების და ცხიმების სინთეზი, მავნე და შხამიანი ნივთიერებების დაშლა და განეიტრალება, მრავალი ფერმენტების შექმნა, დრომოჭმული ჰემოგლობინის გადამუშავება, ნაღვლის გამომუშავება. აქვე ხდება ზოგიერთი ვიტამინის, რკინის და სხვა ნივთიერებების დაგროვება. ღვიძლში დეპონირებულია სისხლის მარაგი, რომელიც ორგანიზმს შეიძლება დასჭირდეს სისხლდენის შემთხვევაში. ღვიძლი უდიდეს როლს ასრულებს ორგანიზმის თავდაცვის რეაქციაში - იმუნიტეტში. ეს არის ამ ორგანოს მრავალმხრივი ფუნქციების მხოლოდ მცირე ნაწილის ნუსხა. ფაქტიურად წარმოუდგენელია მთლიან ორგანიზმში მიმდინარე რაიმე ნორმალური ფიზიოლოგიური ან პათოლოგიური ( ავადმყოფური ) პროცესი ღვიძლის მონაწილეობის გარეშე. ამიტომ, გაუფრთხილდით ამ ორგანოს!
ღვიძლის სამკურნალო უებარი ხალხური წამალი:
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ 5 ლ ბროწეულის წვენი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ ისე, რომ ორ ლიტრამდე დადგეს. თითო კილოგრამი გარეული და შინაური პიტნა აიღეთ, დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს და ადუღეთ ძალიან ნელ ცეცხლზე განახევრებამდე. ბოლოს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, კვლავ დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე და ადუღეთ სქელი სიროფისებური მასის მიღებამდე. საბოლოოდ მიიღებთ დაახლოებით 2 ლიტრამდე მასას.
მიიღეთ ყოველ დილით უზმოზე 1 ჭიქა წყალში გახსნილი, რამდენსაც შეძლებთ. კურსის ჩატარებისას უნდა იკვებოთ მხოლოდ დიეტური კერძებით.
ღვიძლის სამკურნალო უებარი ხალხური წამალი:
ინგრედიენტები:
- ბროწეულის წვენი - 5 ლ;
- გარეული პიტნა - 1 კგ;
- შინაური პიტნა - 1 კგ.