5 მარტივი გზა ხილისა და ბოსტნეულის პესტიციდებისგან გასაწმენდად. იზრუნეთ შვილების ჯანმრთელობაზე!
ხილი და ბოსტნეული არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და მათ მიღებამდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის უვნებელია მისაღებად. დიდი რაოდენობით პესტიციდების ნარჩენები რჩება პროდუქტზე მოსავლის მოყვანის შემდეგ. თუ თქვენ არ ყიდულობთ ორგანულ ხილს და ბოსტნეულს, პროდუქტის კარგად გარეცხვა არის მეტად მნიშვნელოვანი.
იმისთვის, რომ ხილი და ბოსტეული იყოს უსაფრთხო, მიმართეთ შემდეგ მარტივ ხერხებს:
აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რათა დაიცვათ საკუთარი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა სერიოზული დაზიანებისგან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
იმისთვის, რომ ხილი და ბოსტეული იყოს უსაფრთხო, მიმართეთ შემდეგ მარტივ ხერხებს:
- ცივი წყლით კარგად გარეცხვა
ცნობილია რომ 80 % პესტიციდების შეიძლება მოცილებულ იქნას ცივი წყლით, მაგრამ მხოლოდ გადავლება არაა ამისთვის საკმარისი. ის კარგად უნდა გაირეცხოს. - ჩალბობა მარილ წყალში
მარილიანი წყალი შეიძლება იყოს ეფექტური ხერხი პესტიციდების მოსაშორებლად. გახსენით 2 სუფრის კოვზი მარილი 4 ჭიქა თბილ წყალში და გააჩერეთ პროდუქტი 30წთ - დან 60 წთ-მდე. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ პროდუქტის პესტიციდებისგან გაწმენდაში. - ძმარში ჩალბობა
ეს განსხვავებული ხერხია, თუმცა ძალიან გავს მარილიან წყალში ჩალბობას. აიღეთ 4 ჭიქა წყალი დაამატეთ 1 ჭიქა ძმარი და ჩაალბეთ პროდუქტი 30წთ - დან 60 წთ-მდე. შემდეგ გადაავლეთ მას ცივი წყალი. - სახლში დამზადებული ბოსტნეულ- ხილის სპრეი
მათ, ვისაც სულ ეჩქარება, ეს სწრაფი ხერხი გამოადგებათ. აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, ორი სუფრის კოვზი ძმარი და ერთი ჭიქა წყალი, შეურიეთ ერთმანეთს სპრეის ბოთლში. შეასხურეთ ეს ნარევი პროდუქტს, 30 წამის შემდეგ გადაავლეთ წყალი და ის მზად იქნება გამოსაყენებლად. - გაფცქვნა
ხილის ან ბოსტნეულის გაფცქვნა არის ყველაზე გავრცელებული ხერხი პესტიციდების მოსაშორებლად, მაგრამ ყველა პროდუქტის გაფცქვნა არ არის შესაძლებელი. სუფთა ბოსტნეული კი არის ჯანსაღად კვების საიდუმლო.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რათა დაიცვათ საკუთარი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა სერიოზული დაზიანებისგან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!