წყალბადის ზეჟანგის გამოყენების 16 ალტერნატიული გზა. სასიამოვნოდ გაოცდებით!
წყალბადის ზეჟანგი - იაფი სააფთიაქო საშუალება, რომელსაც გამოყენების ფართო სპექტრი აქვს. გარდა ჭრილობების დეზინფიცირებისა, მოცემული საშუალება ფლობს უამრავ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მეტიც, ის გვეხმარება მრავალი საყოფაცხოვრებო პრობლემის გადაჭრაში.
დღევანდელ სტატიაში ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ წყალბადის ზეჟანგის გამოყენების 16 ალტერნატიულ გზას. ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ მოცემული საშუალება თითოეული დიასახლისის საუკეთესო მეგობრად იქცევა.
როგორ გამოვიყენოთ წყალბადის ზეჟანგი?
გასაოცარია, თუ რამდენ უპირატესობას ფლობს ერთი იაფი პროდუქტი, არა? აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს ინფორმაცია და გაუზიარეთ სტატია მეოგბრებს, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ჯანმრთელობას!
დღევანდელ სტატიაში ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ წყალბადის ზეჟანგის გამოყენების 16 ალტერნატიულ გზას. ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ მოცემული საშუალება თითოეული დიასახლისის საუკეთესო მეგობრად იქცევა.
როგორ გამოვიყენოთ წყალბადის ზეჟანგი?
- სოკოს მოშორება მცენარეებიდან
თუ თქვენს საყვარელ მცენარეს თავს სოკო დაესხა, ჩაამატეთ სარწყავ წყალში მცირეოდენი წყალბადის ზეჟანგი. ხანმოკლე დროში მავნებლებისგან კვალიც კი არ დარჩება! - პესტიციდების გამოყვანა
სუფთა ჯამი ან ნიჟარა აავსეთ წყლით, ჩაასხით მასში 60 მილილიტრი წყალბადის ზეჟანგი და მიღებულ ხსნარში მოათავსეთ ხილი ან ბოსტნეული 30 წუთით. შემდეგ გაავლეთ პროდუქტები ცივ წყალში. ხილი და ბოსტნეული პესტიციდებისგან თავისუფალი იქნება! - საკვების კონტეინერების გარეცხვა-დეზინფიცირება
თუ გსურთ, პლასტმასის სპეციალურ კონტეინერებში საკვების შენახვის შემდეგ უსიამოვნო სუნი არ დარჩეს, მიაპკურეთ მათ მცირეოდენი წყალბადის ზეჟანგი და დატოვეთ სამოქმედოდ სულ რამდენიმე წუთით. შემდეგ კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ კონტეინერები. - სამზარეულოს დაფები
ხის დაფაზე ხორცისა და ყველის დაჭრის შემდეგ აუცილებელია მისი დეზინფიცირება. გახსენით ერთმანეთში თანაბარი პროპორციებით წყალი და წყალბადის ზეჟანგი. მიღებული ხსნარით კარგად დაამუშავეთ დაფის ზედაპირი. - ფარდების გათეთრება
თუ თქვენს საყვარელ თეთრ ფარდებს ლაქები გაუჩნდა, არ ინერვიულოთ... დალაქავებული ზედაპირი დაამუშავეთ მცირეოდენი წყალბადის ზეჟანგით, დააყოვნეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ გარეცხეთ ფარდა სარეცხ მანქანაში. ლაქისგან კვალიც კი არ დარჩება! - მაცივრის წმენდა
წყალბადის ზეჟანგის წყალხსნარი არაჩვულებრივი საშუალებაა მაცივრიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად და მისი დეზინფიცირებისთვის. უბრალოდ შეურიეთ ერთმანეთში წყალი და წყალბადის ზეჟანგი თანაბარი პროპორციებით, მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ რბილი ქსოვილი და შეუდექით მაცივრის კედლებისა და თაროების წმენდას. - მიკრობების განადგურება
ჩვენს კბილის პასტაზე უამრავი მიკროორგანიზმი ბინადრობს. პირადი ჰიგიენის ნივთების დეზინფიცირებისთვის, მოათავსეთ ისინი წყალბადის ზეჟანგით სავსე ჭიქაში სულ რაღაც 30 წუთით. - აბაზანის გაპრიალება
თუ გსურთ, თქვენი აბაზანა სისუფთავისგან ბზინავდეს, რეგულარულად დაამუშავეთ მისი ზედაპირი მცირეოდენი წყალბადის ზეჟანგით. ამ მეთოდის ეფექტურობა სასიამოვნოდ გაგაოცებთ! - მცენარის ზრდის პროცესის დაჩქარება
საყვარელი მცენარის ფესვთა სისტემის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რეგულარულად მორწყეთ ის წყალბადის ზეჟანგის წყალხსნარით. - თესლის გაღვივება
2 ჭიქა წყალში გახსენით 30 მილილიტრი წყალბადის ზეჟანგი. მიღებულ ხსნარში მოათავსეთ გასაღვივებელი თესლები და დატოვეთ მთელი ღამით. დილით ჩარგეთ გაღვივებული თესლი ნიადაგში. - ოთხფეხა მეგობრების მოვლა
წყალბადის ზეჟანგი, როგორც იცით, საუკეთესო მადეზინფიცირებელი საშუალებაა. თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ჭრილობა გაუჩნდა, აუცილებლად დაამუშავეთ ის მცირეოდენი წყალბადის ზეჟანგით, რათა დაიცვათ თქვენი მეგობარი ჭრილობაში ინფექციის შეჭრისგან. - უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
წყალბადის ზეჟანგი პირის ღრუს სავლები სპეციალური სითხეების საუკეთესო ალტერნატივაა. უკვე 1-ლი პროცედურის შემდეგ მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ! ჩაიგუბეთ პირის ღრუში მცირეოდენი წყალბადის ზეჟანგი და ივლეთ 30 წამის განმავლობაში. გიამეორეთ პროცედურა კვირაში მხოლოდ 1-ხელ. - კბილების გათეთრება
გარდა უსიამოვნო სუნის მოშორებისა, ზემოთ აღწერილი პროცედურა გვეხმარება კბილის ემალის გათეთრებაშიც. გახსოვდეთ, მთავარია რეგულარული პროცედურები! - ფრჩხილების მოყვანა წესრიგში
თუ ფრჩხილები გაგიყვითლდათ, თქვენ მარტივი პროცედურა გიხსნით. მოამზადეთ შემდეგი აბაზანა: გახსენით ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით წყალბადის ზეჟანგი და წყალი. მიღებულ ხსნარში მოათავსეთ ხელები 15 წუთით. 3 პროცედურის შემდეგ თქვენი ფრჩხილები პირვანდელ, ბუნებრივ ფერს დაიბრუნებს. გარდა ამისა, მოცემული პროცედურა დაგეხმარებათ მტვრევადი ფრჩხილების პრობლემის მოგვარებაში. - აბაზანა
სხეულიდან ტოქსინების გამოდევნა შესაძლებელია წყალბადის ზეჟანგის დახმარებით. ჩაამატეთ თბილ ან ცხელ წყალში 2 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი და მიღებულ აბაზანაში ჩაწექით 30 წუთით. - კოჟრების მოშორება
ჩაამატეთ ფეხების აბაზანაში ნახევარი ჩაის ჭიქა წყალბადის ზეჟანგი და მიღებულ ხსნარში მოათავსეთ ფეხები 15 წუთით. მოცემული პროცედურა დააქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს, მოგაშორებთ კოჟრებს და დაქიცავთ ფეხის სოკოს განვითარებისგან.
გასაოცარია, თუ რამდენ უპირატესობას ფლობს ერთი იაფი პროდუქტი, არა? აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს ინფორმაცია და გაუზიარეთ სტატია მეოგბრებს, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ჯანმრთელობას!