მხოლოდ 6 ინგრედიენტი დაგჭირდებათ ყველაზე გემრიელი შინაური ნაყინის მოსამზადებლად!

მხოლოდ 6 ინგრედიენტი დაგჭირდებათ ყველაზე გემრიელი შინაური ნაყინის მოსამზადებლად!
ზაფხული სიცხესთან, დიდი ხნის ნანატრ შვებულებასთან, თბილ, შხაპუნა წვიმასთან, განტვირთვასთან და გემრიელ ნაყინთან ასოცირდება. განსაკუთრებით გემრიელია ამ დროს შინაური ნაყინი.

ნაყინი, რომლის რეცეპტსაც fpaparazzi გთავაზობთ, ბევრად გემრიელია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. და თუკი შაქარს ფრუქტოზათი ჩაანაცვლებთ, ის დიაბეტიკებსაც შეუძლიათ თამამად მიირთვან.
ამბობენ, რომ ზაფხული - ეს პატარა სიცოცხლეა. მაშ, რატომ არ უნდა, გავატაროთ ის განსაკუთრებულად გემრიელად?

საჭირო მასალა:
  • ფორთოხალი 2 ცალი
  • არაყი 1 ს/კ
  • ფორთოხლის ცედრა 1,5-2 ს/კ
  • შაქარი 50 გ
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ/კ
  • ნაღები 400 მლ

მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ ფორთოხალი და გაფცქვენით. დაანაწევრეთ ფორთოხალი ლებნებად.



  2. ლებნები მოათავსეთ პერგამენდაფენილ ზედაპირზე და ასევე, პერგამენტიანად მოათავსეთ საყინულეში 2 საათით.



  3. 2 საათის გასვლის შემდეგ გამოიღეთ ფორთოხალი საყინულედან. ჩაყარეთ ბლენდერის ჩიქაში, და უმატეთ შაქარი, ვანილის ექსტრაქტი, ფორთოხლის ცედრა და არაყი. დაუმატეთ 200 მლ (10 %-იანი ნაღები) და ათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი 200 მლ ნაღები და კვლავ დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.



  4. ჩაასხით მიღებული მასა სასურველ კონტეინერში და მოათავსეთ საყინულეში 3 საათით.



  5. სანამ ნაყინს სუფრასთან მიიტანდეთ, გამოიღეთ საყინულედან და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 15 წუთი.



  6. ალბათ გაინტერესებთ, რატომ უნდა დავუმატოთ ნაყინში არაყი? ცოტაოდენი ეს ალკოჰოლური სასმელი ხელს შეუშლის ნაყინს ზედმეტად გაიყინოს.



  7. მზად ხართ გასინჯოთ ეს დესერტი?

მაშინ გემრიელად მიირთვით!