ხურდა ფულით ჰემატოგენი ვიყიდე... მის საოცარ თვისებებზე მხოლოდ 3 დღის შემდეგ შევიტყვე!

ხურდა ფულით ჰემატოგენი ვიყიდე... მის საოცარ თვისებებზე მხოლოდ 3 დღის შემდეგ შევიტყვე!
ჰემატოგენი - განსაკუთრებული პრეპარატია, რომლის გემოც ჩვენთვის ბავშვობიდან ნაცნობია. აფტიაქში, ჩვენი მშობლები წამლების ყიდვისას, ხურდად ჰემატოგენს იღებდნენ. დღევანდელი ბავშვებისთვის არ არის მასზე ფართოდ ცნობილი.

რისგან ამზადებენ ჰემატოგენს



ბავშვობაში გვეუბნებოდნენ, რომ დიდი ოდენობით ჰემატოგენის მირთმევა არ შეიძლება, რადგან ის ცხოველების სისხლისგანაა დამზადებული. ხშირად, ეს ფაქტი გვაშინებდა და ბოლომდე არც ვჭამდით მთლიან ფილას.



სინამდვილეში, ჰემატოგენი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას - შავ ალბუმინს. სწორედ ეს არის მსხვილფეხა რქოსანი საქონლის დამუშავებული სისხლი. ასევე მასში შედის შედედებული რძე, შაქარი, ვანილი და სახამებელი.



ომის დროს ეს პრეპარატი ფეხზე აყენებდა დაჭრილ ჯარისკაცებს: თჱხევადი ჰემატოგენის საფუძველზე ამზადებდნენ ომლეტს. პრეპარატი შეიცავს 12 მგკ რკინას 100 გრ პროდუქტზე.



უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზმი ცუდად ითვისებს რკინას, ამიტომ ჰემატოგენი შესანიშნავი საშუალებაა ამ მიკროელემენტის მოსამარაგებლად.



პრეპარატი ასევე ხელს უწყობს შრომისუნარიანობას, იმუნიტეტის ამაღლებას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სწორად მუშაობას.



ჰემატოგენი უსაფრთხო პრეპარატია, თუ რა თქმა უნდა, მას ზომიერად მოიხმართ. ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზაა 25 გრ დღე-ღამეში, დიდებისთვის - 50 გრ.



ყოველ პრეპარატს აქვს თავისი ნაკლი - დიდი ოდენობით ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები. მატ, ვისაც წონაში დაკლება სურს, თავი უნდა შეიკავონ ჰემატოგენისგან.