არის თუ არა საზიანო ორგანიზმისთვის, ჰემატოგენის დიდი დოზის ერთდროულად მიღება.
წავიკითხე სტატია ჰემატოგენის შესახებ. შევიტყვე, რომ იგი სასარგებლოა, თანაც ძალიან მიყვარს და თითქმის ყოველდღე ვყიდულობ. შეკითხვა მაქვს დოზირებასთან დაკავშირებით: აუცილებელია მისი 2 - 3 ნატეხის მიღება 3 - ჯერ დღეში, თუ დასაშვებია ერთ მიღებაზე მთლიანი ფილის ჭამა? ხომ არ იქნება ეს საზიანო ორგანიზმში ჰემოგლობინის დიდი დოზის ერთდროულად შეყვანის გამო? სტატიაში ასევე წერია, რომ ჰემატოგენი შესანიშნავი პროდუქტია მათთვის, ვინც გახდომას აპირებს. მე კი მეგონა, რომ პირიქით, ასუქებდა. დაბოლოს, შეიძლება თუ არა მისი რეგულარული მიღება?
ექიმის კომენტარი:
ჰემატოგენის ბოროტად გამოყენებას არ გირჩევთ. იგი არ გახლავთ გასახდომი პროდუქტი. მისი მოხმარების მიზანია დასუსტებული ორგანიზმის ძალების აღდგენა, ჰემოგლობინის აწევა, ფერმენტული სისტემის აღდგენა.
ამ პროდუქტის მიღება კარგია პერიოდულად, ფიზიკური ან ფსიქიკური გადაძაბვის, აგრეთვე ავადმყოფობის შემდეგ ძალების სწრაფი აღდგენისათვის.
რაც შეეხება მიღების წესს, ფილას ერთბაშად მიირთმევთ, თუ სამად გაყოფთ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.