საუკეთესო რჩევა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის!

საუკეთესო რჩევა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის!
უნივერსალური რჩევები არ არსებობს, რადგან ყველანი განსხვავებულები ვართ. ამიტომ ვარსკვლავები თითოეულ ჩვენგანს ცალკე რჩევას გვაძლევენ, ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი

ნუ ჩაეჭიდებით წარსულს, მას ვერ შეცვლით. და გაიმეორეთ როგორც მანტრა: მიიღე ის, რაც გაქვს და გაუშვი, რაც იყო და გქონდეს იმედი იმის, რაც იქნება.

კურო

სიზარმაცე - თქვენი მთავარი პრობლემაა. ბიძგი გჭირდებათ, ამიტომ დაიმახსოვრეთ: რაიმე ღირებულის მოპოვება ადვილი არ არის.

ტყუპები

ხანდახან თქვენი სურვილის გამო, ყველას მოსწონდეთ და იპოვოთ ყველასთან საერთო თემები, ხალხის თვალში ორპირი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. უბრალოდ დაიმახსოვრეთ: თუ ეს არასწორია - ნუ გააკეთებთ, თუ ეს ტყუილია - ნუ იტყვით.

კირჩხიბი

ნუ მისცემთ საშუალებას თქვენს შიშს და შფოთვებს, გამოგიყვანონ მწყობრიდან. არასოდეს დააყენოთ ემოციები გონებაზე მაღლა.

ლომი

ეცადეთ ადამიანების მიმართ გულწრფელი ინტერესი და ყურადღება გამოავლინოთ, ნუ იქნებით ეგოისტი, სამყარო მხოლოდ თქვენს გარშემო არ ტრიალებს.

ქალწული

იდეალისადმი თქვენი მუდმივი ლტოლვა ბუზღუნა კრიტიკოსად გაქცევთ. უბრალოდ ისწავლეთ გაიხაროთ იმით, რაც გაქვთ და გაიგეთ, რომ თავს ზემოთ ვერ ახტები.

სასწორი

დიდ ხანს სწონით ”კის” და ”არას”, გიჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. რჩევა: უბრალოდ მიჰყევით საკუთარ გულს, მაგრამ გონებასაც მოუხმეთ.

მორიელი

გარშემომყოფები შურისმაძიებელ და დაუნდობელ ადამიანად მიგიჩნევენ და ეს ნეგატიურად აისახება ურთიერთობებში. შეცვალეთ თამაშის ტაქტიკა: მტრები თქვენი ღიმილითა და სიკეთით დაამარცხეთ!

მშვილდოსანი

ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ თქვენ იცით ყველაფერი. უნდა გაიგოთ, რომ სხვებისგანაც ბევრის სწავლა შეიძლება. არავინ არ იცის ყველაფერზე პასუხი, ამიტომ სხვების აზრიც მნიშვნელოვანია.

თხის რქა

ყველაფერზე მეტისმეტად ნერვიულობთ. დაიმახსოვრეთ: თქვენი განცდებით არაფერი შეიცვლება.

მერწყული

ნუ იქნებით ასეთი ქედმაღალი, თუ ვინმეს აზრი თქვენსას არ ემთხვევა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ის არასწორია. გახსენით გული სხვებისთვის და იყავით უფრო უბრალო.

თევზები

ნუ მიიღებთ ყველაფერს გულთან ახლოს, ნუ ეძებთ პრობლემას იქ, სადაც ის არ არის.