ცხოვრებისეული ბრძნული რჩევები თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის

ცხოვრებისეული ბრძნული რჩევები თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის
სიბრძნე ყველასათვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ყველას არ სურს, იყოს ბრძენი...


ვერძი

ცხოვრება ის არის, რაც ახლა, ამ წუთას ხდება. მუდამ რაღაც განსაკუთრებულს ველით, მაგრამ გვავიწყდება, რომ ცხოვრება ამჟამად მიმდინარეობს. ისწავლეთ ამ წამით ტკბობა და ნუ ცხოვრობთ ილუზიებით. შიში - ილუზიაა. ბევრი რამ, რისიც გვეშინია, არასოდეს მოხდება.

კურო

თქვენი შვილები - ეს თქვენ არ ხართ. თქვენ მათ სამყაროს მოავლენთ და ზრუნავთ მათზე, სანამ ფეხზე მყარად არ დადგებიან. ასწავლეთ მათ, გიყვარდეთ, მხარი დაუჭირეთ, მაგრამ ნუ ეცდებით შეცვლას. თითოეული ბავშვი უნიკალურია და თავადვე უნდა აირჩიოს ცხოვრებისეული გზა.

ტყუპები

იცხოვრეთ ყოველი დღით. როცა 90 წლის გახდებით, რამდენი დღე დაგრჩებათ? იცხოვრეთ და დააფასეთ ყოველი მათგანი. მეგობრობა ყურადღებას მოითხოვს, გაუფრთხილდით მას, როგორც დეკორატიულ მცენარეს. ეს აუცილებლად დაგიფასდებათ.

კირჩხიბი

იყო გახსნილი, ნამდვილი და სუსტი - კარგია. ეს სხვებს აძლევს საშუალებას, გენდოთ და გაგიზიაროთ თავიანთი ემოციები, თქვენ კი საპასუხოდ თქვენს განცდებს გაუზიარებთ. სპორტი - ძალაა, აქციეთ იგი თქვენი ცხოვრების წესად.

ლომი

ვნება აუმჯობესებს ცხოვრებას. როდესაც რაიმე საქმიანობას პოულობთ, რომელიც მოგწონთ, ყოველი დღე საჩუქარია. თუ ჯერ ვერ იპოვეთ - დაისახეთ მიზნად. მოგზაურობა გამოცდილებას სძენს და აფართოვებს ცნობიერებას და უკეთესს ხდის ადამიანს.

ქალწული

ცხოვრება მოსაწყენია მიზნის გარეშე. გადაწყვიტეთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და ააგეთ ცხოვრება ამის გარშემო. რისკი კარგია. ცხოვრების შესაცვლელად, ხანდახან უნდა გარისკო. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების და მიიღეთ ცხოვრება, როგორც თავგადასავალი.

სასწორი

თქვენ არ შეგიძლიათ სხვების გაკონტროლება, შეცვლა. პატივი ეცით სხვების დამოუკიდებლობას და უნიკალურობას. თქვენი სხეული - თქვენ გეკუთვნით. თითოეულ ჩვენგანს აქვს ისეთი რამ, რაც არ მოსწონს. მიიღეთ ისეთი, როგორიცაა და მოუარეთ მას.

მორიელი

მადლიერება ადამიანს აბედნიერებს. როგორც მიმღებს, ასევე, მადლობის მთქმელს. ნუ დაგავიწყდებათ გამოხატოთ მადლიერება. ენდეთ ინტუიციას. თქვენი განსჯები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენი მთავარი ძალა ინტუიციაშია.

მშვილდოსანი

იდეალები მოსაწყენია. პერფექციონიზმი თქვენს ცხოვრებას მოსაწყენს ხდის. ჩვენი ფობიები, განსაკუთრებული თვისებები და ნაკლები - აი რა გვხდის უნიკალურებს. იმოქმედეთ, რათა იპოვოთ ცხოვრების მიზანი.

თხის რქა


დაბერება გარდაუვალია. ჩვენი სხეული ბერდება და ამას ხელს ვერ შევუშლით. ამ პროცესის შენელების საუკეთესო ხერხი კი - ცხოვრებით ტკბობა და მისგან მაქსიმუმის მიღებაა. ქორწინება ადამიანებს ცვლის. ადამიანი, ვინც მეორე ნახევრად აირციეთ, შეიცვლენა, ისევე როგორც თქვენ. ნუ გახდით ამ ცვლილებებს პრობლემად.

მერწყული

ცხოვრება სირთულეებითაა აღსავსე. შეხედეთ ყველაფერს უფრო მარტივად, ეს სიხარულს მოგანიჭებთ საყვარელ საქმიანობაში. შეასრულეთ სამუშაო კარგად. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, ეს აუცილებელი პირობაა.

თევზები

გააკეთეთ ის, რაც გსურთ. იყავით პროაქტიური. ნუ დაელოდებით, რომ ცხოვრება რაიმე ძვალს გადმოგიგდებთ. შეიძლება მისი გემო არ მოგეწონოთ. ნუ იქნებით სხვების აზრზე დამოკიდებული. იყავით გახსნილი ნებისმიერი იდეისთვის. დაფიქრდით, სანამ რაიმეს იტყვით, ნუ გამოიყენებთ სიტყვებს სხვების გულის სატკენად.