რისი ეშინია ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს!

რისი ეშინია ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს!
აი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სტრესის წყარო:

ვერძი

მუშაობთ იმდენს, სანამ არ დაიფერფლებით. არ იცით, რა არის შესვენება და მოდუნება, სტრესი კი ამას ამძაფრებს. როდესაც ნერვიულობთ, მთელი არსებით სამუშაოში ეშვებით და ერთდროულად უამრავ საქმეს აკეთებთ. სამწუხაროდ, ეს ხანგრძლივად არ ეხმარება.

კურო

ყველაზე მეტად წარუმატებლობის გეშინიათ და ეს თქვენი შფოთვების ძირითადი მიზეზია. მხოლოდ დითირამბებითა და წარმატებით იკვებებით და აზრი იმაზე, რომ რაიმე არ გამოგივათ, ძალიან გაშინებთ.

ტყუპები

ვერ იტანთ გადაწყვეტილებების მიღებას და არ გიყვართ დაფიქრება. ამის გამო ხშირად ხვდებით სიტუაციებში, რომლებიც სტრესს ამძაფრებს. თავადვე ხდებით შფოთვების მიზეზი, რადგან იქ მიძვრებით, სადაც საჭირო არაა. დაფიქრდით ხოლმე, სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამთ.

კირჩხიბი

კომფორტი და სტაბილურობა გსურთ, ამიტომ თუ რაიმე მოგაკლდათ, გეწყებათ შფოთვები. ჩვეული ადამიანები და ვითარება გჭირდებათ და თუ ეს არ არის დეპრესიაში ვარდებით.

ლომი
ყველაფერი კონტროლის ირგვლივ ტრიალებს. თანდაყოლილი ლიდერი ხართ და ყველაფრის ხელმძღვანელობის სურვილი გაქვთ და თუკი ამ როლს ვინმე სხვა იღებს, თავს კარგავთ.

ქალწული

გჭირდებათ, რომ ყველაფერი გარკვეულად და გეგმის მიხედვით სრულდებოდეს. და როცა რაიმე ასე არ მიდის, შფოთვას იწყებთ. სრულყოფილებისკენ თქვენი მუდმივი სწრაფვა ნამდვილ ომს ემსგავსება.

სასწორი

მუდამ წონასწორობისკენ მიისწრაფვით და ვერ იტანთ არაჰარმონიულ სიტუაციებს. მშვიდობისმყოფელი ხართ, რომელსაც ქაოსი დეპრესიაში აგდებს.

მორიელი

გულის სიღრმეში ძალიან მგრძნობიარე ხართ, მაგრამ იმდენად მაგარი დამცავი მექანიზმი გაქვთ, რომ ამას ვერავინ ხვდება. და თუკი ვინმემ რაიმე თქვენი სისუსტე შენიშნა, დიდი სტრესის გამომწვევი ხდება თქვენთვის.

მშვილდოსანი

თქვენი ავანტიურისტული სული მუდმივ ცვლილებებს მოითხოვს. მუდამ ახლის ძიებაში ხართ და ვერ იტანთ ერთფეროვნებას. ყველაზე მეტად ერთ ადგილას გაჩერების გეშინიათ.

თხის რქა

თქვენი აკვიატებული სურვილი, ყველაფერი სწორად გააკეთოთ, გჭამთ შიგნიდან. გვერწმუნეთ, ხანდახან უნდა მოეშვათ და მიჰყვეთ დინებას.

მერწყული

თქვენთვის რთულია სხვებთან ემოციური კავშირის პოვნა და მარტოობას ამჯობინებთ. პანიკაში ვარდებით, თუ ხანგრძლივი ურთიერთობის პერსპექტივა გესახებათ.

თევზები

როდესაც თქვენგან მეტისმეტს ითხოვენ, ძალიან მძიმედ გრძნობთ თავს. გძაბავთ მკაცრად დათქმული ვადები, წესები და მოთხოვნები. თქვენი შემოქმედებითი ნატურა ვერ იტანს შეზღუდვებს და ყველაფრის მიყრის სურვილი გიჩნდებათ.