ერთი შეხედვით ეს ვაშლის შარლოტკაა, მაგრამ ინგრედიენტები სასიამოვნოდ გაგაოცებთ! ვაშლის სამოთხე...
fpaparazzi-ი გიზიარებთ საოცარი ვაშლის ნამცხვრის რეცეპტს. ღვეზელი გამოდის წვნიანი, კარამელის გარსით და დარიჩინის საოცარი არომატით.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ვაშლი 1 კგ
- ლიმონი 1 ცალი
- ქიშმიში 50 გ
- მარილი 0,5 ჩ/კ
- ვანილინი 0,5 ჩ/კ
- კვერცხი 4 ცალი
- დარიჩინი 1 ჩ/კ
- თეთრი მშრალი ღვინო 1 ს/კ
- შაქარი 5 ს/კ
- რძე 1 ლ
- კარაქი 50 გ
- მანი 160 გ
- ნაღები 4 ს/კ
მომზადების წესი:
- ვაშლს ამოაჭერით გულები, დაჭერით თხელ ნაჭრებად, დაუმატეთ ქიშმიში, ღვინო, 4 ს/კ შაქარი და 1 ლიმონის წვენი.
- კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან. გულს შეურიეთ ნაღები და ოდნავ ათქვიფეთ ხელის ზამბარით. ცილა ათქვიფეთ ბეზეს კონსისტენციის მიღებამდე.
- რძე მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ კარაქი, მარილი და ვანილი. ისე, რომ შეუჩერებლად ურიოთ, დაუმატეთ მანი და ხარშეთ 3-5 წუთი.
- გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, გააგრილეთ ფაფა, შემდეგ კი დაუმატეთ კვერცხის გულისა და ნაღების მასა და ათქვეფილი ცილა.
- მომზადებული ვაშლის მესამედი გადადეთ მოსართავად, დანარჩენი შეურიეთ მანის ცომს.
- წაუსვით ფირფიტას კარაქი და ხის ნიჩბით გაანაწილეთ თაბრად მასზე ცომი. ზემოდან გაანაწილეთ დარჩენილი ვაშლი, მოაყარეთ დარიჩინისა და შაქრის მასა.
- მოათავსეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.
- ვაშლის სამოთხე მზად არის!
გემრიელად მიირთვით!