ორგანიზმიდან ტოქსინების მოცილების 6 მარტივი ხერხი!

ორგანიზმიდან ტოქსინების მოცილების 6 მარტივი ხერხი!
სხეულს ბუნებრივი სისტემა გააჩნია, რომელიც აცილებს ორგანიზმიდან ტოქსინებს. ტოქსინები ყველგანაა: საკვებში, წყალში და ჰაერშიც კი, რომლითაც ვსუნთქავთ.

ტოქსინების მაღალი დონის გამო, რეკომენდებულია დეტოქსიკაციის ჩატარება, რათა ბუნებრივ სისტემას ორგანიზმის გაწმენდაში დავეხმაროთ.
დეტოქსი ეხმარება ღვიძლს სათანადოდ ფუნქციონირებაში და ორგანიზმის მუშაობის დაბალანსებაში.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რომლებიც დაგეხმარებათ ბუნებრივი გზით გათავისუფლდეთ ტოქსინებისგან:

წყლის დალევა

წყალი უმნიშვნელოვანესია ყველა ძირითადი ორგანოს ჯანმრთელობისთვის. ის ეხმარება ტოქსინების მოცილებაში. დალიეთ დღეში 8-10 ჭიქა წყალი.

ლიმონის წყალი

ტოქსინების შესამცირებლად, რეკომენდებულია ყოველდღე მიირთვათ ლიმონის წყალი. ლიმონის მჟავა ხელს უწყობს დეტოქსიკაციას. ლიმონის წვენი მოქმედებს როგორც საჭმლის მომნელებელი წვენი კუჭში, რომელიც ღვიძლს ნაღვლის გამომუშავებაში ეხმარება.

სმუზი

რეკომენდებულია ყოველდღიურ რაციონში დაუმატოთ ხილისა და ბოსტნეულის მწვანე კოქტეილები. გამოიყენეთ კომბოსტო, ჭარხალი, ვაშლი, ფორთოხალი, მსხალი, კივი, ანანასი, ავოკადო და ჯანჯაფილი.

მწვანე ჩაი

დეტოქსიკაციისთვის ყავა ჩაანაცვლეთ მწვანე ჩაით, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით. მწვანე ჩაის ასევე გააჩნია მიკროელემენტები სახელწოდებით პოლიფენოლი, რომელიც აწარმოებს ცხიმის დამწვავ ჰორმონებს. დალიეთ დღეში 2-3 ჭიქა მწვანე ჩაი.

ვარჯიში

ოფლის გამოდენა - საუკეთესო საშუალებაა დეტოქსიკაციისთვის. ოფლიანობის ასამაღლებლად, დაკავდით ფიზიკური ვარჯიშით რეგულარულად.

მოიცილეთ მავნე საკვები და ერიდეთ სტრესს

ტოქსინების მოსაცილებლად, უნდა ამოიღოთ რაციონიდან ან შეამციროთ მავნე საკვების მოხმარება. ამასთან, ერიდეთ სტრესულ სიტუაციებსაც. ვინაიდან, როცა სხეული სტრესულ მდგომარეობაშია, ტოქსინების შემცველობა იზრდება.

იხილეთ ვიდეო: