ხალხური საშუალებები, რომლებიც გაგანთავისუფლებთ ქრონიკული და მწვავე ჰაიმორიტისგან!

ხალხური საშუალებები, რომლებიც გაგანთავისუფლებთ ქრონიკული და მწვავე ჰაიმორიტისგან!
ჰაიმორიტის ( ჰაიმორის ღრუების ანთება ) მიზეზი ხშირად ისეთი დაავადებებია, როგორიცაა ანგინა, მწვავე რესპირაციული ინფექცია, ქუნთრუშა. დამახასიათებელი ნიშნებია: უსიამოვნო შეგრძნება ცხვირისა და თვალების არეში და თავის ტკივილი. ჰაიმორიტის დროს ადგილი აქვს სეროზულ ჩირქოვან სურდოს და ტკივილს ზედაყბის არეში. გარდა ამისა, აღინიშნება ტემპერატურის მომატება. ცრემლდენა.
ქრონიკული ჰაიმორიტის განკურნება გაცილებით ძნელია, ვიდრე მწვავე ჰაიმორიტის. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროულად დაწყებას. კარგ შედეგს გვაძლევს მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად ხალხური საშუალებების გამოყენება.

  • მოამზადეთ მალამო: აიღეთ გასუფთავებული ნავთი და ღორის მუცლის ქონი თანაფარდობით 1:4. ეს საშუალება რეგულარულად შეიზილეთ წარბებს შუა და წარბების ზევით არეში, ასევე ცხვირის მარცხნივ და მარჯვნივ. ასევე, ეს მალამო გადაიტანეთ ბამბის, ან დოლბანდის ტამპონებზე და ცხვირში მოითავსეთ.

  • აურიეთ 1 ჩ/კ დაყენებული შავი ჩაი, 1 ჩ/კ ევკალიპტის ფოთლის ნაყენი და 1 ჩ/კ თაფლი. კარგად აურიეთ და ჩაიწვეთეთ ორივე ნესტოში 2 - 3 წვეთი 3 - 4 - ჯერ დღეში.

  • ცხვირში ჩაიწვეთეთ, ან ტამპონებით შეიყვანეთ, ბოლოკის წვენი.

  • ჰაიმორიტის დროს ცხვირში წაისვით ნიორი, შემდეგ შეიზილეთ არყის ხის ნახარშისა და ოროვანდის ფესვის ახალგაწურული წვენის ნარევი 20 - 30 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ 2 - 3 - ჯერ დღეში.

  • დაავადების გამწვავებისას მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, წყალი გადაასხით. თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და შეისუნთქეთ კარტოფილის ორთქლი. ეს საშუალება შველის გაცივების დროსაც.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა