როგორ მივირთვათ ტკბილეული ისე, რომ არ ვავნოთ გარეგნობას- ხაჭოს რულეტი ლავაშში

როგორ მივირთვათ ტკბილეული ისე, რომ არ ვავნოთ გარეგნობას- ხაჭოს რულეტი ლავაშში
თუ აქტიურად ემზადებით ზაფხულისთვის და დიდ დროს უთმობთ საკუთარ სხეულზე ზრუნვას, გთავაზობთ უგემრიელესი ღვეზელის მომზადების რეცეპტს
საჭირო მასალა:
  • ლავაში- 1 ცალი
  • უცხიმო ხაჭო- 300გ
  • შაქარი- გემოვნებით
  • კვერცხი- 2ცალი
  • კენკრა- 150გ
მომზადების წესი:
  1. ღრმა ჯამში მოათავსეთ ხაჭო. დაუმატეთ 1 კვერცხი და 1 კვერცხის ცილა, შემდეგ კი კარგად აურიეთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა შაქარი. დარჩენილი კვერცხი გული ცალკე შეინახეთ.
    როგორ მივირთვათ ტკბილეული ისე, რომ არ ვავნოთ გარეგნობას- ხაჭოს რულეტი ლავაშში

  2. მაგიდაზე გაშალეთ ლავაში და მოათავსეთ მასზე ხაჭო და კენკრა. გადაახვიერთ რულეტივით.



  3. საცხობ ფორმაზე დააფინეთ ფერგამენტის ქაღალდი და ფრთილად მოათავსეთ მასზე რულეტი. ნამცხვარს ზემოდან წაუსვით გათქვეფილი კვერცხის გული.



  4. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე და აცხვეთ რულეტი 25- 30 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით.