ხალხური მედიცინა მამაკაცებში უშვილობის დროს უნიკალურ საშუალებებს გთავაზობთ!
სექსოპათოლოგების რეკომენდაციები ასეთია: მინიმუმადე დაიყვანეთ ალკოჰოლის მიღება, თამბაქოზე მთლიანად თქვით უარი, საკვებად მიიღეთ ვიტამინების შემცველი პროდუქტები, მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და არ დაივიწყოთ სპორტი. შეეცადეთ სქესობრივი კონტაქტი დაემთხვეს იმ დროს, რომელიც ყველაზე ხელსაყრელია ქალის დასაფეხმძიმებლად - ჩვეულებრივ, ეს მენსტრუაციებს შორის დროის შუახანებშია. დაფეხმძიმების ალბათობის გასაზრდელად მამაკაცმა უნდ ატაროს ბუნებრივი ქსოვილის საცვალი. მოერიდეთ სინთეტიკას, რადგან მსგავსი ქსოვილები ზრდიან ტემპერატურას სათესლე პარკის გარშემო, რაც ამცირებს სპერმატოზიდების სიცოცხლისუნარიანობას. დამტკიცებულია, რომ მამაკაცებში, რომლებიც ხშირად დადიან საუნასა და აბანოში, სპერმის წარმოქმნა შემცირებულია. თუ რომელიმე დაავადებას მკურნალობთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რა წამლებს იღებთ და შეათანხმოთ მათი მიღება ექიმთან - ზოგიერთი ქიმიური პრეპარატი დამღუპველად მოქმედებს სპერმატოზოიდებზე.
ხალხური მედიცინა მამაკაცებში უშვილობის დროს გთავაზობთ შემდეგ საშუალებებს:
ხალხური მედიცინა მამაკაცებში უშვილობის დროს გთავაზობთ შემდეგ საშუალებებს:
- აიღეთ ახალი კვერცხის გული - 3 ცალი, 3 ლიმონის წვენი, თაფლი - 200 გრ, წითელი ღვინო - 20 მლ, ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში. შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. მიიღეთ 1 ს/კ დილით და საღამოს, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
- 2 ს/კ კუნელს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3- ჯერ დღეში.
- აიღეთ ნიახური - 1 ცალი, ოხრახუშის ძირი - 1 კონა, მრავალძარღვა - 1 ს/კ, ლურჯი ნარი - 1 ს/კ. აურიეთ და დაასხით 2 ლ წყალი. ადუღეთ მანამ, სანამ ნიახური არ მოიხარშება. გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ ნახარში 3 - 4 - ჯერ დღეში.
- მუდმივად, წყლის ნაცვლად, დალიეთ დიდგულას ყვავილის ჩაი.
- მიიღეთ 0,2 გრ მუმიოსა და სტაფილოს წვენის (1:20) ნარევი 2 - ჯერ დღეში, უზმოზე. მკურნალობის კურსი - 1 თვე. კიდევ ერთი საშუალება: აურიეთ მუმიო და კვერცხის გული, ან დიდგულას ყვავილის ნახარში. 7 - 8 დღის შემდეგ იგრძნობთ სქესობრივი ფუნქციის გაძლიერებას.