რას ნიშნავს მამაკაცის უშვილობა და რა მიზეზით და როგორ ვლინდება ის.

რას ნიშნავს მამაკაცის უშვილობა და რა მიზეზით და როგორ ვლინდება ის.
რას ნიშნავს მამაკაცის უშვილობა? რა არის მისი მიზეზი და როგორ ვლინდება? გთხოვთ, მიპასუხოთ - ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ექიმის კომენტარი:
როდესაც მომწიფებული მამაკაცის ორგანიზმს არ აქვს განაყოფიერების უნარი, თუმცა შესაძლოა, სქესობრივი აქტის ჩატარება შეეძლოს, ეს უშვილობაა. განასხვავებენ სეკრეტორულ და ექსკრეტორულ მამაკაცურ უშვილობას. პირველი - სპერმატოზოიდების გამომუშავების დარღვევის შედეგია, რასაც სათესლე ჯირკვლებისა და დანამატების დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის და ენდოკრინული დარღვევების დროს აქვს ადგილი. ექსკრეტორული უშვილობისას მოშლილია სპერმის გამოყოფის პროცესი, რასაც შეიძლება იწვევდეს გამომტანი სადინარების ანთება, ტრავმა ან განვითარების ანომალია, აგრეთვე ეაკულაციის პროცესის დარღვევა. განაყოფიერება დამოკიდებულია სპერმის თვისებებზე, პირველ რიგში კი სპერმატოზოიდების ძვრადობაზე. ამიტომ, მამაკაცის უშვილობის მიზეზების კვლევისას უპირველესად უნდა განისაზღვროს სპერმის განაყოფიერების უნარიანობა.

საშარდე გზების ინფექცია ყველაზე ხშირი მიზეზია იმ დაავადებებისა, რომლებიც აქვეითებს სპერმის განაყოფიერების უნარს. დაგვაინებული და არასწორი მკურნალობა ხშირად უშვილობას იწვევს. სპერმის პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება სხვადასხვა სახის მაიონიზებელი გამოსხივებისა და ტემპერატორული ზემოქმედების ( სხეული გადახურების ) დროს. ტემპერატურულ ზემოქმედებას განიცდიან მაგალითად, მცხობელები, ფოლადის მდნობელები საამქროებში. მამაკაცთა უშვილობის ერთ - ერთი ხშირი მიზეზია ვარიკოცელე ( სათესლე ბაგირაკის ვენების გაგანიერება ), რომელიც უშვილო მამაკაცთა 40 % - ს აღენიშნება.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი შეკითხვა ექიმს