10 საშიში სიმპტომი, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ!

10 საშიში სიმპტომი, რომელსაც  ყურადღებას არ ვაქცევთ!
ბევრისთვის ნაცნობია ფრჩხილებთან დაკავშირებული პრობლემები, როდესაც ისინი უმიზეზოდ იმტვრევა. მიზეზი კი მარტივია - ორგანიზმი ცდილობს შეგატყობინოთ, რომ რაღაც წესრიგში არ გაქვთ.
ყველამ უნდა ისწავლოს ორგანიზმის მიერ მოწოდებული განგაშის სიგნალის ამოცნობა. აი, განგაშის 10 უმნიშვნელოვანესი სიგნალი.

  1. ფრჩხილები მტვრევადი ხდება, მათზე გაჩნდა ზოლები ან პიგმენტები. ფრჩხილები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევის ან მინერალური ნივთიერებების უკმარისობის მაჩვენებელია.
    ფრჩხილზე გრძივი ღარები შეიძლება მიანიშნებდეს პანკრეატიტის, წვრილი ნაწლავის ან ართრიტის არსებობაზე.
    განივი ღარები მოწმობენ ნაწლავური ინექციის არსებობას.

  2. თავის ტკივილი ჭამის შემდეგ. თითქოს კუჭ - ნაწლავი და ყოველთვის ბუშტი ჯანმრთელია, მიუხედავად ამისა, ჭამის შემდეგ ყოველთვის გტკივათ თავი. ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე. დამტკიცებულია, რომ კვების ზოგიერთი პროდუქტი ( ყველი, შოკოლადი, სოუსი ) ალერგიას იწვევს.

  3. წონაში მომატება და შეშუპება, მიუხედავად იმისა, რომ ძველებურად მიირთმევთ. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ წინა ინფარქტული მდგომარეობა გაქვთ.

  4. ენის წვა მრავალ ინფექციურ დაავადებას ახლავს, როგორც კი დაავადება გაგივლით, ენის წვაც გაქრება. ხოლო თუ ასე არ მოხდა, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ვიტამინების უკმარისობა, სისხლწარმოქმნის პროცესის დარღვევა, სისხლნაკლებობა. ჩაიტარეთ ანალიზი.

  5. წვივის კრუნჩხვები, ძირითადად ღამით. ამის მიზეზია კუნთების დაძაბულობა ან მაგნიუმის დიდი დეფიციტი. უარეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ვენების დაავადება. მიმართეთ ექიმს.

  6. კარიესი, მიუხედავად იმისა, რომ კბილებს უვლით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა წამლები, უფრო ხშირად - ანტიდეპრესანტები.

  7. წელკავი - მიმართეთ ორთოპედს. არ არის გამორიცხული ოსტეოპოროზი.

  8. თმის ცვენა. ადამიანი ყოველდღე ასამდე თმას კარგავს, მაგრამ ეს ნორმალურია. მძიმე ჰორმონალური დარღვევები მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ერთიანად მთელი ბღუჯა თმა გაგცვივათ. ამის მიზეზი შეიძლება ასევე იყოს სისხლნაკლებობა, ჰემოგლობინის უკმარისობა, სტრესი.

  9. ფეხები გიშუპდებათ, მაგრამ მხოლოდ დაღლილობისგან და სიცხისგან არა. შეამოწმეთ, ხომ არ გაქრება ეს სიმპტომები, თუ ფეხებს მაღლა ასწევთ. ამასთანავე იფიქრეთ იმაზე, ხომ არ მოიმატეთ წონაში. ამ შემთხვევაში მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია.

  10. თავბრუსხვევა - იშვიათადაა უვნებელი. უფრო ხშირად თავბრუსხვევა აწუხებთ დაბალწნევიან ადამიანებს. თუ წნევა ნორმალურია, ამის მიზეზი შეიძლება იყოს სისხლში შაქრის მაღალი დონე. თუ თავბრუსხვევას ახლავს შუილი ყურებში, შეიძლება ამის მიზეზი სისხლის მიმოქცევის დარღვევა იყოს. არსებობს თავბრუსხვევის 300 მიზეზი, ამიტომ გამოკვლევა ჩაიტარეთ.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა