თითოეული ჩვენგანის მაცივარში მოიპოვება პროდუქტები, რომლებიც ნაადრევი სიკვდილის საწინდარია.

თითოეული ჩვენგანის მაცივარში მოიპოვება პროდუქტები, რომლებიც ნაადრევი სიკვდილის საწინდარია.
დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მძიმე დაავადებებისგან, განსაკუთრებით კი კიბოსგან იტანჯებიან. მრავალი სამეცნიერო კვლევით დამტკიცდა, რომ მოცემული მომაკვდინებელი დაავადების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს კვება თამაშობს. საკვები, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ, შეიძლება ჩვენი ორგანიზმის ნგრევა-განადგურების მიზეზად იქცეს. დღევანდელ სტატიაში ''Fpaparazzi''-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ჩვენი ორგანიზმისთვის 8 ყველაზე სახიფათო პროდუქტს, რომელიც ყველაზე მძიმე და საშიში დაავადებების განვითარებას პროვოცირებს.

რა სახის საკვები იწვევს კიბოს?
  1. დაკონსერვებული პომიდორი.
    ჩვენს ორგანიზმზე დაკონსერვებული საკვების მავნე ზეგავლენის შესახებ ექიმები უკვე მრავალი წელია საუბრობენ, რასაც სავსებით ლოგიკური ახსნა მოეძებნება. კონსერვის ქილების დამზადების დროს გამოიყენება ბისფენოლ-A - ელემენტი, რომელიც ცვლის დნმ-ის სტრუქტურას და პროვოცირებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას.

    კონსერვანტებს შორის ყველაზე სახიფათო პროდუქტად სწორედ დაკონსერვებული პომიდორი ითვლება, რადგან ის გამოირჩევა მაღალი მჟავიანობით და შედის ქიმიურ რეაქციაში კონსერვის ქილის მავნე კომპონენტებთან.



  2. გაზირებული სასმელები.
    მოკლე არგუმენტი, რომელიც მსგავს სასმელებს გადაგაყვარებთ: ქიმიური ნივთიერება 4-მეთილიმიდაზოლი, რომელიც გაზირებული უალკოჰოლო სასმელების დამზადების დროს გამოიყენება, იწვევს კიბოს.



  3. მარგანინი.
    პირველ რიგში, ამ პროდუქტს დამღუპველი გავლენა აქვს ჩვენს ღვიძლზე. ტრანს-ცხიმებს, რომელთა გადამუშავების ძალა ჩვენს ორგანიზმს არ გააჩნია, ჭარბად შეიცავს მარგანინი.



  4. დამუშავებული ხორცი.
    ამერიკული ინსტიტუტის მეცნიერები, რომლებიც მრავალი წელია ამ მომაკვდინებელ დაავადებას შეისწავლიან, ამტკიცებენ, რომ დამუშავებული წითელი ხორცი რამდენჯერმე ზრდის კიბოს განვითარების რისკს.



  5. ფუნთუშები.
    ტკბილი და მსუყე დესერტი შეიცავს 3 სახიფათო ინგრედიენტს: შაქარს, თეთრ ფქვილსა და ჭრბი რაოდენობით ზეთს, რომელზეც ის მზადდება.



  6. ძეხვეული.
    შებოლილი ძეხვეული პირდაპირი გაგებით სპობს და ანადგურებს ჩვენს ორგანიზმსა და შინაგან ორგანოებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად 160 გრამ შებოლილ ძეხვეულს იღებენ, კიბოს განვითარების რისკი 44%-ით მაღალია, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც მსგავსი პროდუქტებისადმი გულგრულები არიან.



  7. დიეტური პროდუქტები.
    დიეტური პროდუქტების უმრავლესობას გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის, ვიდრე სარგებელი. ქიმიური დამატკბობელი, ასპარტამი, რომელიც მსგავსი პროდუქტების დასამზადებლად გამოიყენება, იწვევს უამრავ სერიოზულ დაავადებას, მათ შორის კიბოსაც კი.



  8. შაქრის შემცვლელები.
    ასპარტამის გარდა, არსებობს სხვა მრავალი ხელოვნური დამატკბობელი, რომელიც ძალზედ სახიფათოა ჩვენი ორგანიზმისთვის. შაქრის შემცვლელებით გაჯერებული პროდუქტები ანადგურებს ჩვენს შინაგან ორგანოებს და პროვოცირებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას.



თუ გსურთ, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა მრავალი წლით, დაუთმეთ საკმარისი ყურადღება კვებას. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, არ დაგავიწყდეთ მათთვის ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება!