8 საკვები პროდუქტი, რომლის ჭამაც არ შეიძლება, რადგან კიბოს იწვევს.

8 საკვები პროდუქტი, რომლის ჭამაც არ შეიძლება, რადგან კიბოს იწვევს.
ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც იტანჯებიან მძიმე დაავადებებისგან, განსაკუთრებით კი კიბოსგან. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ამ მზაკვრულ, მომაკვდინებელ დაავადებას სულ უფრო და უფრო დიდი სიხშირით ვაწყდებით, რაშიც კვების თანამედროვე პროდუქტებია დამნაშავე. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ იმ პოპულარული საკვები პროდუქტების შესახებ, რომელთა ხშირი მიღება ორგანიზმში პათოლოგიური უჯრედების ზრდა-გამრავლების პროცესს რამდენჯერმე აჩქარებს და კიბოს პროვოცირებს. თუ გსურთ ჯანმრთელობის შენარჩუნება მრავალი წლით, დაუყონებლივ ამოიღეთ საკუთარი რაციონიდან ეს პროდუქტები.

რა იწვევს კიბოს

  1. კონსერვირებული პომიდორი
    კონსერვების მავნებლობაზე ექიმები უკვე არაერთი წელია საუბრობენ. კონსერვის ქილების დამზადებისას გამოიყენება ბისფენოლ-A - ელემენტი, რომელიც ცვლის დნმ-ის სტრუქტურას და შეიძლება იქცეს სიმსივნური უჯრერდების გამრავლების მიზეზად. ასეთი პროდუქტებიდან ყველაზე სახიფათოდ სწორედ პომიდორი ითვლება, რადგან მაღალი მჟავიანობით გამორჩეული ეს საკვები პროდუქტი შედის ურთიერთქმედებაში ქილის კედლებთან და იჟღენთება ჩვენი ჯანმრთელობისთვის მავნე კომპონენტებით.



  2. გაზირებული სასმელები
    ქიმიური ნივთიერება 4-მეთილიმიდაზოლი, რომელსაც იყენებენ გაზირებული უალკოჰოლო სასმელების დამზადებისას, იწვევს კიბოს და ეს არაერთი სამეცნიერო კვლევითაა დადასტურებული.



  3. მარგანინი
    პირველ რიგში, მოცემულ პროდუქტს ყველაზე უარყოფითი გავლენა სწორედ ჩვენს ღვიძლზე აქვს, რადგან ის გაჯერებულია ტრანსცხიმებით, რომელთა გადამუშავებას ჩვენი ორგანიზმი ვერ ახერხებს.



  4. დამუშავებული ხორცი
    არაერთი სამეცნიერო კვლევით დამტკიცებულია, რომ დიდი რაოდენობით დამუშავებული ხორცის მიღება (ბეკონი, სოსისი, ძეხვები, ლორი და ა.შ.) რამდენჯერმე ზრდის კიბოს განვითარების რისკს.



  5. ფუნთუშები
    ტკბილი და მსუყე დესერტი ერთდროულად შეიცავს ჩვენი ორგანიზმისთვის საოცრად მავნე 3 ინგრედიენტს: შაქარს, თეთრ ფქვილსა და ჭარბი რაოდენობით ზეთს, რომელშიც ის მზადდება.



  6. შებოლილი ხორცპროდუქტები
    მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ხშირად გვაფრთხილებს, რომ შებოლილი პროდუქტები პირდაპირ სპობს და ანადგურებს ჩვენს სხეულს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელსაც საფუძვლად არაერთი სამეცნიერო კვლევა უდევს, იმ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად 160 გრამ შებოლილ ძეხვეულს მიირთმევენ, კიბოს განვითარების რისკი 44%-ით უფრო მაღალია, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც მოცემული პროდუქტებისადმი გულგრულობით გამოირჩევიან.



  7. ე.წ. დიეტური პროდუქტები
    დიეტური პროდუქტების უმრავლესობას უფრო მეტი ზიანი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის, ვიდრე სარგებელი. ასპარტამი - ყველაზე ხშირად გამოყენებადი ქიმიური დამატკბობელი მსგავსი პროდუქტების დამზადებისას, რომელსაც საოცრად მავნე გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. ასპარტამი პროვოცირებს კიბოს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს.



  8. შაქრის შემცვლელები
    ასპარტამის გარდა, არსებობს ჩვენი ორგანიზმის დამანგრეველი სხვა მრავალი ხელოვნური დამატკბობელი. ჭარბი რაოდენობით მათი მიღების შედეგად თავის ტვინის კიბოს განვითარების რისკი რამდენჯერმე იზრდება.



ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფრომაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. თუ გსურთ, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა მრავალი წლით, სასწრაფოდ ამოიღეთ ჩამოთვლილი პროდუქტები თქვენი კვების რაციონიდან. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სასარგებლო სტატია!