დაამარცხეთ საშარდე გზების ინფექციები სწრაფად და მარტივად, ყოველგვარი აბების გამოყენების გარეშე

დაამარცხეთ საშარდე გზების ინფექციები სწრაფად და მარტივად, ყოველგვარი აბების გამოყენების გარეშე
საშარდე გზების ინფექციები გავრცელებულია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებშიც. ეს ხდება, როცა ბაქტერიები აინფიცირებს შარდის ბუშტს. საერთო სიმპტომები მოიცავს ხშირ შარდვას, წვას, შარდის ფერის შეცვლას და შარდის რაოდენობის შემცირებას.

ეს გახლავთ წარმოუდგენლად ეფექტური სამკურნალო ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოცილებაში და უფრო სერიოზული დაავადებების განვითარებას შეუშლის ხელს:

წყალი

ერთ-ერთი პირველი რამ, რაც საშარდე გზების ინფექციის დროს უნდა გააკეთოთ, არის დიდი ოდენობით წყლის დალევა. წყალი ეხმარება ბაქტერიების მოშორებაში. საშუალოდ, დღეში 1,5-2 ლიტრი უნდა დალიოთ.

C ვიტამინი

დიდი ოდენობით C ვიტამინი ხელს უწყობს საშარდე გზებში ბაქტერიების გამრავლების შეწყვეტას. ამგვარად, უნდა გაზარდოთ C ვიტამინის შემცველი პროდუქტების მოხმარება.

სითბო

საშარდე გზების ანთება და გაღიზიანება იწვევს წვას, ტკივილს. დაიდეთ მტკივან ადგილას თბილი კომპრესი და მოიხსენით უსიამოვნო სიმპტომები. გამოიყენეთ საამისოდ პირსახოცი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

დიეტა

საშარდე გზების ინფექციის დროს, უნდა მიიღოთ ჯანსაღი საკვები, ნახშირწყლებით, უკრედისით მდიდარი პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ერიდეთ კოფეინს, ალკოჰოლს, მწარე საჭმელს, ნიკოტინს და ხელოვნურ დამატკბობელებს.

ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი ფერმენტების, კალიუმის და სხვა მინერალების მდიდარი წყაროა, რომლებიც ეწინააღმდეგება ბაქტერიების გამრავლებას, რაც იწვევს ანთებას. ჭიქა წყალში შეურიეთ 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი და დალიეთ დღეში 2-ჯერ.

მოცვი

მოცვში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას და ამყარებს იმუნიტეტს. ჩართეთ მოცვი თქვენს ყოველდღიურ რაციონში.

იხილეთ ვიდეო: