შინაური პურის გამოცხობის უმარტივესი მეთოდი: ფუმფულა, ჰაეროვანი, ხრაშუნა კანით!

შინაური პურის გამოცხობის უმარტივესი მეთოდი: ფუმფულა, ჰაეროვანი, ხრაშუნა კანით!
თუკი აქამდე, არასოდეს გიცდიათ პურის გამოცხობა, რადგან გეშინოდათ მომზადების სირთულეების, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვის არის! ამ მეთოდი მეშვეობით ყოველდღე შეძლებთ გაახაროთ ოჯახის წევრები სახლში გამომცხვარი გემრიელი, ფუმფულა პურით. და არანაირი ხანგძლივი მოზელვა.

პური გამოდის ხრაშუნა კანით და ფუმფულა გულით. განსაკუტრებით მოეწონებათ ეს პური ჩაბატას - იტალიური თეთრი პურის მოყვარულებს. ნედლი საფუარი ამ რეცეპტში შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მშრალით, ხოლო ფქვილის რაოდენობა ამ შემთხვევაში 4 გ საკმარისი იქნება (ეს დაახლოებით ¾ ს/კ-ია).

საჭირო მასალა:
  • ფქვილი 530 გ
  • წყალი 420 მლ
  • მარილი 1 ჩ/კ
  • საფუარი 10 გ

მომზადების წესი:

  1. საფუარი გახსენით თბილ წყალში (37-39 გრადუსის). ფქვილი გაცერით ღრმა ჯამში, დაუმატეთ მარილი, ჩაასხით გახსნილი საფუარი. მოზილეთ საშუალო კონსისტენციის ცომი. გადააფარეთ ცელოფანი, დაუტოვეთ პატარა ნაპრალი, რათა ჰაერი გამოვიდეს და გააჩერეთ 2 საათი ოთახის ტემპერატურაზე.
  2. 2 საათში ცომი 2-ჯერ უნდა გაიზარდოს მოცულობაში, ზედაპირზე კი ბევრი ბუშტუკები უნდა გაუჩნდეს. არ დაგივწყდეთ, რომ ცომს დიდი ხნის მოზელვის გარეშე ვაკეთებთ, ამიტომაც, გადააფარეთ ცელოფანი ან დააფარეთ თავსახური ნაპრალით და მოათავსეთ მთელი ღამით მაცივარში.
  3. დილით გამოიღეთ საჭირო რაოდენობის ცომი, ხელებზე მოიყარეთ ფქვილი და გააკეთეთ გუნდა.
  4. მოათავსეთ გუნდა გამოსაცხობ ფქვილმოყრილ ქაღალდზე, გააჩერეთ კიდევ 40-60 წუთი (გადაფარება არ უნდა). ამასობაში გაახურეთ ღუმელი 235 გრადუსზე.
  5. გააკეთთ ცომში 3 ჩანაჭრელი, გადაიტანეთ ქაღალდიანად ცომი ღუმელის ფირფიტაზე და აცხვეთ შუა თაროზე. ქვედა თაროზე მოათავსეთ კიდევ ერთი ფირფიტა, რომელზე 1,5 ჭიქა ცხელ წყალს დაასხავთ, რათა აბანოს ეფექტი შექმნათ. აცხვეთ პური 45 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და გააცივეთ ცხაურზე.

გემრიელად მიირთვით!