საოცრად არომატული იტალიური პური ფოკაჩა - ხრაშუნა კანით და ფაფუკი გულით!
ფოკაჩა - თხელი ლავაშია, რომელიც პიცის წინაპრად მიიჩნევა. ის ძალიან სწრაფად ცხვება და იმდენად გემრიელია, რომ ყველაფრის გარეშეც შეგიძლიათ მიირთვათ, ისე, როგორც დამოუკედებელი ღვეზელი.
კლასიკური ფოკაჩას ძრითადი ინგრედიენტებია - ფქვილი, ზეითუნის ზეთი, მარილი და წყალი. რა თქმა უნდა, მზარეულების ფანტაზიას ამ შემთხვევაშიც დიდი გასაქანი აქვს, ამიტომაც დროთგანმავლობაში თხელი პური სხვადასხვა დანამატებით გამოაცხვეს: პომიდვრის ჩირებით, ზეთისხილით, ნივრით, კაპერსებით... გთავაზობთ ფოკაჩას ტრადიციულ ვარიანტს როზმარინითა და ზღვის მარილით: შეუდარებელი არომატი გარანტირებულია!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!

- ფქვილი 500 გ
- მშრალი საფუარი 7 გ
- წყალი 250 მლ
- მარილი 2 ჩ/კ
- ზეითუნის ზეთი 80 მლ
- როზმარინი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გაცრილ ფქვილს შეურით მშრალი საფუარი და მარილი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, შემდეგ თბილი წყალი. მოზილეთ ერთგვაროვანი ელასტიკური ცომი.
- გააბრტყელეთ ცომი საშუალო სისქეზე. წაუსვით ზედაპირზე ზეითუნის ზეთი, გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ თბილ ადგილას 30 წუთი.
- როცა ცომი გაფუვდება, თითებით გააკეთეთ ჩაღრმავებები და ჩაარჭვეთ მათში როზმარინის ღერები. მოაყარეთ ზღვის მსხვილი მარილი.
- აცხვეთ 200 გრადუსზე 25 წუთით. როცა პური გამოცხვება, წაუსვით ზედაპირზე კვლავ ზეითუნის ზეთი.
გემრიელად მიირთვით!