მარტივი ხრიკები და ათასი წვრილმანი, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს!
მარტივი ხრიკები , რომლებიც დაგეხმარებათ დიასახლისებს და არა მხოლოდ დიასახლისებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენი FPAPARAZZI - ის რედაქცია სიამოვნებით გასწავლით ათას წვრილმანს, რომლითაც უდავოდ კმაყოფილი დარჩებით.
- ქვაბს, რომელშიც რძის ადუღებას აპირებთ, ცივი წყალი გამოავლეთ და აღარ მიიწვავს.
- ქვაბი, რომელშიც რძე მიიწვა, ადვილად ირეცხება, თუ ცივ წყალს ჩაასხამთ და 1 - 2 სუფრის კოვზ სოდას დაუმატებთ, 2 - 3 წუთს ადუღებთ.
- თუ რძე გადმოვიდა, ქურის ზედაპირზე დააფინეთ სველი გაზეთი, სუნი ბინაში აღარ გავრცელდება.
- თუ გვინა გავიგოთ რძეში წყალია თუ არა გარეული, უნდა ავიღოთ სუფთა წინდის ჩხირი და ვერტიკალურად ჩავდოთ რძიან ჭურჭელში, თუ წინდის ჩხირის ბოლოს რძის წვეთი ამოჰყვა, რძე სუფთა ყოფილა, თუ არა და შერეული.
- რძე და რძის პროდუქტები სწრაფად იწოვს უცხო სუნს, ამიტომ ისინი მძაფრი სუნის მქონე პროდუქტებთან ერთად არ უნდა შევინახოთ.
- ადუღებისას რძე არ გადმოვა, თუ ქვაბს კედლებზე კარაქს ან მარგარინს წაუსვამთ.
- ახალი კარაქი თეთრი ან მოყვითალო ფერისაა, აქვს ნაღების სასიამოვნო სუნი. ძველ კარაქს სიმწარე დაჰკრავს და არც სუნი მოგეწონებათ.
- კარაქი დიდხანს შეინახება, თუ მას შუშის ქილაში მოათავსებთ და თავზე 2 - 3 სმ სისქეზე ძმარს მოასხამთ. ამ წესით შენახული კარაქი დიდხანს ინარჩუნებს გემოს, ფერსა და სიმკვრივეს.
- შალის ქსოვილს სისხლის ლაქებს აშორებს წყალში გახსნილი ასპირინის აბები.
- ტალახის ლაქა ჯერ გააშრეთ, მერე დასვრილი ტანსაცმელი მშრალი ჯაგრისით გაწმინდეთ.
- შალის ქსოვილი მდოგვიან წყალში გარეცხეთ რათ ფერი არ გაუვიდეს.
- გაყვითლებული შალი ფერის დასაბრუნებლად ერთი დღე - ღამე ლიმონიან წყალში დატოვეთ ( ლიმონი დაჭრილი უნდა იყოს).
- შავი ნაქსოვი, რომ არ გახუნდეს დროდადრო ლუდში გაავლეთ.
- შემდგარი ტანსაცმელი გაჭიმეთ და სველი ტილოთი გააუთოეთ. გაპრიალებული ადგილები ძმრიან წყალში დასველებული ტილოთი უნდა დაუთოვდეს.
- თუ ჩრჩილი შემოგეჩვიათ, კარადაში თუთუნი მიმოაბნიეთ და ტანსაცმლის ჯიბეებშიც ჩაყარეთ. ამ ხერხს ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ.
- ხაოიანი პირსახოცი რბილი და ფუმფულა იქნება, თუ გარეცხვის შემდეგ სუსტ მარილწყალში ჩაალბობთ.