გამოიყენეთ ეს საშუალებები თუ მაღალი წნევა გაქვთ და შედეგში თავად დარწმუნდებით!
ჰიპერტონია - მრავალ - ფუნქციური ქრონიკული დაავადებაა, დაკავშირებული არტერიული წნევის აწევის გამეორებებთან. ანსხვავებენ ჰიპერტონიის 3 სტადიას - მსუბუქს, საშუალოს და მძიმეს, რაც დამოკიდებულია წნევის მომატების სიმაღლესა და ხანგრძლივობასთან.
არსებობს სამკურნალო ბალახების ნაკრებები წნევის დასაწევად.
მაღალი წნევის დროს:
არსებობს სამკურნალო ბალახების ნაკრებები წნევის დასაწევად.
მაღალი წნევის დროს:
- უნაბი მეტად სასარგებლო მცენარეა, იგი არეგულირებს წნევას. ამიტომ მაღალი წნევის მქონე ავადმყოფებმა იგი უნდა მიიღონ დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში 20 - 20 ცალი, დღეში 3- ჯერ. მისი მიღება რეკომენდებულია მწიფობის დროს, ასევე ზამთარშიაც. ( გამხმარი სახით).
- მაღალი წნევის დროს კარგია ჭარხლის წვენის ნარევი თაფლთან 1:1 ( მიიღეთ ძილის წინ ).
- დანაყეთ ერთი პატარა კონა კამა ( ან გაატარეთ ხორცსაკეპში ), შეურიეთ 0,5 ლ მაწონს და მიიღეთ დილა - საღამოს.
- 1 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში და შეავსეთ მდუღარე წყლით, აურიეთ და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით, ჭიქის შიგთავსის შეუნჯღრევლად, დალიეთ წყალი. მკურნალობის ხანგრძლივობა ერთი თვეა, შემდეგ შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ, ყოველ საღამოს გაიზომეთ წნევა.
- ოთხი ჩაის კოვზი ძმარი და ერთი სუფრის კოვზი თაფლი გახსენით ერთ ჩაის ჭიქა წყალში და დალიეთ. მაღალი წნევა სწრაფად დაგეწევთ.
- წნევა დაგირეგულირდებათ, თუ ყოველ დღე მიიღებთ 0,5 მაწონს, რომელშიც გაურევთ 1 სუფრის კოვზ ხმელ დაფქულ ზაფრანას.
- წნევის დამწევ საშუალებად მიიჩნევენ კომშის ფოთლების ნახარშს: ერთი მუჭა კომშის გამხმარ ფოთლებს დაასხით ერთი ლიტრი წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. მიიღეთ ღვინის ჭიქით 3 - ჯერ დღეში. ნახარში დაბლა წევს აგრეთვე პროთრომბინის დონეს სისხლში. ფოთლებს ზაფხულში აგროვებენ და ჩრდილში ახმობენ.
- ნახევარ ლიტრ მაწონს, შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი და მიიღეთ უზმოზე, დღეში ერთხელ - 10- დღის განმავლობაში. ჩაიტარეთ სამი კურსი, 20 დღის ინტერვალით. სისხლის წნევა დაგირეგულირდებათ.
- გამხმარი სოია მოხალეთ და დაფქვით. ერთ ჩაის ჭიქა გადადუღებულ ცივ წყალში გახსენით ერთი ჩაის კოვზი დაფქული სოია. ეს ულუფა დღეში ორჯერ დალიეთ ( დილა - საღამოს ), წნევა დაგირეგულირდებათ.
- კარდიოლოგები გვირჩევენ, ნორმალურ წნევის შესანარჩუნებლად და გულის დაავადებათა თავიდან ასაცილებლად, არ დაივიწყოთ საკუთარი ორგანიზმის შევსება კალიუმის აუცილებელი რაოდენობით. მიიღეთ კალიუმით მდიდარი ბოსტნეული და ხილი.
- ჰიპერტონიული დაავადების დროს: 50 დღის განმავლობაში მიიღეთ დღეში 5 - 6 ცალი კაკალი. ორი თვე შეისვენეთ, შემდეგ ისევ გაიმეორეთ.
- დაფქული დარიჩინი დანის წვერით მოათავსეთ პატარა ზომის რბილ ქაღალდზე. თავი მოუკარით და გადაყლაპეთ წყლით, დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ.
- დაიზილეთ ნეკა თითი, კეფა ( ამობერილ ადგილას ), და კისერი - წნევა დაიწევს.
- თუ წნევა აგიწევთ და წამალი არ გშველით, დაიდეთ კეფაზე მდოგვის საფენი. ამის შემდეგ გაისინჯეთ წნევა და შედეგში თავად დარწმუნდებით.