თუ ცხიმიანი საკვების მონელება სისტემატურად გიჭირთ აუცილებლად მიიღეთ ეს ნაყენი ჭამამდე. შედეგით კმაყოფილი დარჩებით!

თუ ცხიმიანი საკვების მონელება  სისტემატურად გიჭირთ აუცილებლად მიიღეთ ეს ნაყენი ჭამამდე. შედეგით კმაყოფილი დარჩებით!
ბავშვობაში ბოტკინის დაავადება გადავიტანე. ცხადია, დიეტაც დავიცავი, მაგრამ მას შემდეგ თითქოს საჭმლის მონელება დამერღვა. განსაკუთრებით მიჭირდა ცხიმიანი საკვების მონელება, მაგრამ ამ რამდენიმე ხნის წინ ასეთი წამალი მასწავლეს:

1 /2 ჩ/კ ანისულის დანაყილ თესლს და ამდენსავე პიტნას დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი და გადაწურეთ. რეკომენდებულია მიიღოთ თბილ - თბილი, პატარა ყლუპებით.

თუ ცხიმიანი საკვების მონელება სისტემატურად გიჭირთ, უმჯობესია ეს ნაყენი ჭამამდე მიიღოთ.
ეს რეცეპტი სხვებსაც ვასწავლე, ვისაც ცხიმიანი საკების მიღების შემდეგ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი უღიზიანდებოდათ და ყველა კმაყოფილი დარჩა.

ექიმის კომენტარი:
ანისული, როგორც სამკურნალო მცენარე, ჰიპოკრატეს დროდან არის ცნობილი. ნედლეულად გამოიყენება ანისულის ნაყოფი - ხმარობენ პურ - ფუნთუშეულისა და საკონდიტრო წარმოებაში. ანისულის ნაყოფი შეიცავს 3 % - მდე ეთერზეთს, 10 - დან 30% - მდე ცხიმოვან ზეთებს, მჟავებს, კუმარინებს - ბერგაპტენს, უმბელიპრენინს, სკოპლეტინს. ეთერზეთის მთავარი კომპონენტია - ანეთოლი ( 80 - 90 % ), გარდა ამისა, ნაყოფი შეიცავს ანისულის მჟავასა და ანისულის ალდეჰიდს. ანისულს შეუძლია გამოიწვიოს ფიტოდერმატიტი ან კონტაქტური დერმატიტი. ანისულის ეთერზეთი გამოიყენება როგორც ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტური და ამოსახველებელი საშუალება. ყველაზე ხშირად ანისულის პრეპარატებს იყენებენ სასუნთქი ორგანოების დაავადების დროს როგორც ამოსახველებელ საშუალებას, მის პრეპარატებს უნიშნავენ ლარინგიტების, ტრაქეიტების, ბრონქიტების, ბრონქოპნევმონიისა და ყივანახველის დროს, იყენებენ კუჭ - ნაწლავის დაავადებების, ნაწლავების სპაზმების დროს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი