აი, რატომ მოვაშორე სამუდამოდ სააფთიაქო ყუთიდან ”კორვალოლი”!

აი, რატომ მოვაშორე სამუდამოდ სააფთიაქო ყუთიდან ”კორვალოლი”!
”კორვალოლი” - სამედიცინო პრეპარატია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების საზღვრებს მიღმა ცნობილი არ არის. უფრო სწორედ, ეს გახლავთ აკრძალული პრეპარატი ამ ქვეყნების საზღვრებს მიღმა.

და რატომ არის ის ჩვენთან ასე პოპულარული და ხელმისაწვდომი? Fpaparazzi გიზიარებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას!



”კორვალოლის” შექმნის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ნაცისტური გერმანიის წარსულს. სამხედრო ექიმები იმ დროს ეძებდნენ საშუალებას, რომელიც არმიის ქმედითუნარიანობას აამაღლებდა და ჯარისკაცებს შიშისგან და შფოთვისგან გაათავისუფლებდა. უამრავი კვლევის შედეგად შეიქმნა პრეპარატი, რომელსაც საფუძვლად სინთეთიკური ნარკოტიკი - ლუმინალი დაედო. ახალი პრეპარატი სწრაფად აცილებდა ნერვულ დაძაბულობას, შფოთვასა და შიშს.

”კორვალოლის” ზიანი



დღესდღეობით, ლუმინალი კორვალოლში ისევ შედის, თუმცა მას სხვაგვარად ეწოდება - ფენობარბიტალი. სწორედ ეს კომპონენტი აყენებს კორვალოლს ნარკოტიკული ნივთიერებების რიგში. ფენობარბიტალი ბარბიტურატების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ძალიან საშიშია ალკოჰოლის მიღების დროს.



ასევე, ბარბიტურატები გროვდება ორგანიზმში, რის გამოც ავადმყოფებს მუდმივი ძილის სურვილი აღენიშნებათ. პრეპარატზე უარის თქმის შემთხვევაში, იგრძნობა ამაღლებული შფოთვა, ნერვული დაძაბულობა და გახშირებული გულისცემა.

კორვალოლის დიდი ხნით მიღების შედეგად უარესდება ღვიძლის, ტირკმლებისა და სხვა ორგანოების მუშაობა. ის ნეგატიურად აისახება მეხსიერებაზე, ძილზე და ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე.



კორვალოლზე დამოკიდებულება პირველ რიგში მოხუცებს ავნებს. გასაკვირიც არ არის, რომ ეს იაფფასიანი წამალი მათთვის პირველი დამხმარეა.
დიახ, კორვალოლი ამშვიდებს, ხსნის ტკივილებს და ნერვულ დაძაბულობას, მაგრამ ხანგრძლივი დროით მიღებისას მისი მოქმედება მცირდება. ეფექტის გასაძლიერებლად კი საჭიროა დოზების გაზრდა.



მიუხედავად ყველაფრისა, ვერ იტყვი, რომ კორვალოლი ცუდი წამალია, მაგრამ მისი მიღება დაშვებულია მხოლოდ დღეში 3-ჯერ, 15-30 წვეთი. არ შეიძლება მისი მიღება თვეების განმავლობაში. საძილედ კი უმჯობესია კორვალოლი სხვა, მცენარეული პრეპარატებით ჩაანაცვლოთ.