მან საკუთარ ეზოში ყავის ნალექი დაწვა. ამის მიზეზი გენიალურია!

მან საკუთარ ეზოში ყავის ნალექი დაწვა. ამის მიზეზი გენიალურია!
ზაფხული - წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დროა. მაგრამ უკეთესი იქნებოდა, მომაბეზრებელი კოღოები და სხვა მწერები რომ არ გვაწუხებდნენ. ბევრი მათგანი გარდა ბზუილისა სხვადასხვა დაავადების მომტანნიც არიან.

მაღაზიაში ნაყიდი ქიმიური საშუალებები ტოქსიურია. განსაკუთრებით ბავშვები არიან მათ მიმართ მგრძნობიარენი. ამიტომაც გთავაზობთ მწერების მოსაოგერიებელ ბუნებრივ საშუალებას, რომლისათვისაც მოგიწევთ შეაგროვოთ ყავის ნალექი...

კოღოს და სხვა სისხლიმწოველ მწერს განსაკუტრებული ყნოსვის რეცეპტორები აქვთ, რის მიხედვითაც ეძებენ (ყნოსვით აგნებენ) სისხლის წყაროს. ისინი ასევე ძალიან მგრნობიარენი არიან გარკვეული სუნების მიმართ. მაგალითად, კვამლის სუნის. ამიტომაც საუკეთესო მეთოდი, თავიდან მოიცილოთ მავნებელი მწერები - ყავის ნალექის დაწვაა. პირველ რიგში, მას მძაფრი არომატი აქვს. მეორეც, დიდი რაოდენობით კვამლს უშვებს.

თუკი გადაწყვიტეთ ბუნებაში დაჯდომა, ან ღია ტერასაზე, უბრალოდ დაწვით ფოლგაზე ან თეფშზე მშრალი ყავის ნალექი. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლიც.

ეს საშუალება უტყუარად მოქმედებს და აბსოლუტურად უსაფრთხოა. სხვათა შორის, ყავის ნალექი არა მხოლოდ კოღოებს მოგაცილებთ თავიდან, არამედ ბუზებს, ჭიანჭველებს და ლოკოკინებსაც კი.