წონაში დასაკლები ცნობილი საშუალება, რომელიც უკვე ათასობით ქალმა წარმატებით გამოსცადა!

წონაში დასაკლები ცნობილი საშუალება, რომელიც უკვე ათასობით ქალმა წარმატებით გამოსცადა!
მათ, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, კარგად იციან, რომ შესანიშნავი ფორმის შესანარჩუნებლად, მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში არ კმარა, საჭიროა დაბალანსებული კვებაც. შეგიმჩნევიათ, რომ ერთი და იმავე წონისა და სიმაღლის მქონე ადამიანები სხვადასხვაგვარად გამოიყურებიან? ერთი გამხდარია და კარგ სპორტულ ფორმაში, მეორეს კი ჩამოშვებული გვერდები და ნაკეცები აქვს.

როგორ გავთავისუფლდეთ ჭარბი წონისგან

მათ, ვისაც წონაში დაკლება სურს, ტრაპეზა ჩაის სმით უნდა დაასრულოს. Fpaparazzi-მ მოამზადა ჩაის რეცეპტი, რომელიც შესანიშნავია ცხიმების წვისთვის.

ინგრედიენტები
  • 0,5 ლიტრი წყალი
  • 1 ჩ.კ. შავი კვლიავის თესლი
  • 4 ც. კარდამონი
  • 3 ც. მიხაკი
  • შავი პილპილის 4 მარცვალი
  • 1 სმ ჯანჯაფილის ძირი
  • ½ ჩ.კ. დარიჩინი
  • ½ ჩ.კ. შავი ჩაი

მომზადება

  1. დაფქვით კარდამონი, მიხაკი და შავი პილპილი, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით წყალი. მოამზადეთ სასმელი ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.

  2. შემდეგ გადმოდგით და დაამატეთ გახეხილი ჯანჯაფილი, დარიჩინი და შავი ჩაი. დააყენეთ 5 წუთის განმავლობაში.

  3. მიირთვით ჩაი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. ეს სასმელი დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში და ასევე ეფექტურია გაცივების დროსაც.

უკუჩვენებები: ეს ცხარე სასმელი რეკომენდებული არ არის ადამიანებისთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები აწუხებს, ასევე, ორსულებისთვისაც.