აი რატომ ვერ აგებთ ურთიერთობებს, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვარსკვლავებს შეუძლიათ მიგახვედრონ, თუ რატომ ხდება ასე და რა უნდა მოიმოქმედოთ, რათა მორიგი კრახი აირიდოთ თავიდან.
ვერძი
თავშეუკავებელი ხართ, მოქმედებთ სწრაფად და არ ფიქრობთ შედეგებზე. არ გსურთ, ზიანი მიაყენოთ სხვებს, მაგრამ მაინც ასე გამოდის. თუ რაიმე ამწამს გსურთ და პარტნიორი ვერ ასრულებს, მას კარგი დღე არ დადგება. თქვენი მოუთმენლობა და იმპულსურობა ნებისმიერ ურთიერთობას გააფუჭებს.
კურო
დიდი ხანი გჭირდებათ, რომ მიენდოთ და გაეხსნათ პარტნიორს, მეორეს მხრივ კი მისგან ითხოვთ ნდობას. ძალიან ჯიუტი ხართ და დათმობაზე წასვლა გიჭირთ. თუ ვინმე არ გეთანხმებათ, იცილებთ ცხოვრებიდან.
ტყუპები
პანიკაში ჩავარდნა გახასიათებთ, როცა ურთიერთობა კარგად მიდის და ვალდებულებაში გადაიზრდება. ამით შეშინებული, უარს ამბობთ მასზე. გავიწყდებათ მნიშვნელოვანი თარიღები, არ ასრულებთ გეგმებს და უბიძგებთ პარტნიორს, თავადვე თქვას სერიოზულ ურთიერთობაზე უარი.
კირჩხიბი
ძალიან გსურთ ვინმე გიყვარდეთ და ურთიერთობა გქონდეთ, საჭირო მომენტში საყრდენი რომ გყავდეთ. თქვენი სიყვარული - ძვირფასი ნიჭია, ამიტომაც ნუ დარდობთ, თუ ამის შესახებ პარტნიორმა ვერ გაიგო. ენდეთ და თუნდაც გული გატკინოთ, იცოდეთ, რომ იმდენად ძლიერი ხართ, აუცილებლად შეძლებთ გზის გაგრძელებას.
ლომი
მუდმივად შექებას და აღტაცებას მოითხოვთ, ბევრ ადამიანს კი საამისოდ უბრალოდ დრო არ აქვს. დაიმახსოვრეთ, ყველაფერი თქვენს ირგვლივ ვერ იტრიალებს, ხანდახან თქვენც უნდა მიაქციოთ ყურადღება პარტნიორს და აგრძნობინოთ სიყვარული.
ქალწული
თქვენი ჰიპერკრიტიკული ბუნება უშლის ბედნიერებას ხელს. ცდილობთ სრულყოფილებას მიაღწიოთ ყველაფერში და სხვებისგანაც ამას მოითხოვთ. თუ პარტნიორი რაიმეს არაიდეალურად აკეთებს, მყისიერად აკრიტიკებთ. დამშვიდდით და გაიგეთ, რომ სილამაზე სრულყოფილებაში არ არის.
სასწორი
დიდწილად, ურთიერთობაში ფანტასტიური ხართ. მიუხედავად ამისა, მაინც მალავთ გრძნობებს, რადგან კონფლიქტების არიდება გსურთ, მაგრამ შინაგანად აგროვებთ წყენას. შემდეგ კი ფეთქდებით. უმჯობესია, გაერკვიოთ გრძნობებში, თუნდაც ეს კონფრონტაციისა და კონფლიქტის მომტანი იყოს.
მორიელი
აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ, რომ მოტყუებული დარჩებით, ამიტომაც ასეთ ტაქტიკას ირჩევთ: ავნებთ პარტნიორს, სანამ ის გავნებთ თქვენ. არადა, იმდენი რამის შეთავაზება შეგიძლიათ: ვნების, სიყვარულის, მზრუნველობის... ნუ ფიქრობთ ცუდზე და ისე იმოქმედეთ, თითქოს არაფერია სადარდებელი. ენდეთ საკუთარ თავს.
მშვილდოსანი
ძალიან დამოუკიდებელი ხართ და თუ გრძნობთ, რომ ემოციები დაგეუფლათ, ცდილობთ სასწრაფოდ განდევნოთ. არ აზლევთ ურთიერთობას საშუალებას, გაიაროს რთული ეტაპები, ამიტომ, როცა უსიამოვნებას ხედავთ, არ გსურთ ამასთან კავშირი გქონდეთ. ხანდახან ესეც საშიროა, რადგან კარგი ურთიერთობა ამად ღირს.
თხის რქა
გიყვართ ფული, იცით მისი შოვნა, ეკონომია... ხანდახან მეტისმეტადაც. ნუ დაისჯით საკუთარ თავსაც და პარტნიორსაც და მიეცით საშუალება, დახარჯოთ ფული საჭირო მოთხოვნილებებზე. სპონტანური საჩუქარი ყოველთვის პრაქტიკული არ არის, მაგრამ ის ანახებს, თუ რამდენად გიყვართ მეორე ნახევარი.
მერწყული
ვინაიდან საკუთარ თავში მალავთ გრძნობებსა და არ უზიარებთ სხვებს ინფორმაციას პირად ცხოვრებაზე, მუდამ იდუმალი ჩანხართ. პარტნიორს უჭირს ამასთან შეგუება, არ გიცნობთ კარგად და თავდაუჯერებლობას მატებს. ეცადეთ, იყოთ მეტად ღია, რათა ეს პარტნიორმა იცოდეს.
თევზები
ებმევით ურთიერთობაში ისე, რომ არ უფიქრდებით მასზე წინასწარ, ამიტომ ხშირად წარუმატებელ არჩევანს აკეთებთ.
მეტისმეტად რომანტიული იდეების ზეგავლენის ქვეშ ექცევით და როცა რეალობასთან შეტაკება გიწევთ, კარგავთ ამ ურთიერთობისადმი ინტერესს. ცხოვრება არც რომანტიკული კომედიაა და არც დრამა. ზრდასრული და სერიოზული ურთიერთობა მეტ კმაყოფილებას მოგიტანთ, ვიდრე ოცნებები.