დაუბრუნდებით თუ არა თქვენს ყოფილებს და როგორ მოქმედებს ამ გადაწყვეტილებაზე თქვენი ზოდიაქოს ნიშანი?

დაუბრუნდებით თუ არა თქვენს ყოფილებს და როგორ მოქმედებს ამ გადაწყვეტილებაზე თქვენი ზოდიაქოს ნიშანი?
ზოდიაქოს ნიშნები: დაუბრუნდებით თუ არა თქვენს ყოფილებს?

ვერძი

ასეთი აზრი გაგიჩნდებათ, როცა თქვენი ყოფილი სხვასთან გააბამს ურთიერთობას და თქვენში ბანალური კონკურენცია გაიღვიძებს. და თუნდაც ამ ომში გაიმარჯვოთ, მალევე დაკარგავთ ინტერესს ყოფილისადმი.

კურო

დიდი დრო გჭირდებათ, რათა დაივიწყოთ განშორებით გამოწვეული ტკივილი. მაგრამ ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა ქვენი ვარიანტი არაა. როდესაც ერთხელ კარგავთ ნდობას, მისი აღდგენა შეუძლებელია.

ტყუპები

თქვენ ისედაც არ გიყვართ ურთიერთობები ვალდებულებებით. თქვენმა ყოფილებმა თავისი მისია შეასრულეს და ახლა ახალი მწვერვალები გაქვთ დასაპყრობი. წარსულის მიმართ ნეგატივი არ გაგაჩნიათ, მზად ხართ, ჩაიზეც მიიპატოჟოთ ყოფილები.

კირჩხიბი

ალბათ ძალიან გსურთ წარსულის დაბრუნება და ურთიერთობის აღდგენა. შინაგანად ვერ შეეგუეთ ამას და ოცნებობდით, ყოფილი მიმხვდარიყო, თუ რა დაკარგა. თანაც ის ადამიანიხ ართო, რომელსაც მარტოობა არ უყვარს.

ლომი

თქვენს ყოფილებს მოუწევთ პატიების ხვეწნა-მუდარა, განსაკუთრებით, თუ ისინი იყვნენ დაშორების ინიციატორები. თქვენი ლომური სიამაყე ძალიან სწრაფად არ დათანხმდება ამ ამბავს. წარსულის დასავიწყებლად ახალი ურთიერთობის გაბმას საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევთ, თანაც ეს არც გაგიჭირდებათ.

ქალწული

შეგეძლოთ მეორე შანსი მიგეცათ, მაგრამ ამის სურვილი დიდად არ გაქვთ. ყველაფრის ეჭვის თვალით უყურებთ, არ გჯერათ, რომ შეიცვალა და განახლებული ურთიერთობა უკეთესი იქნება.

სასწორი

მზად ხართ, განაახლოთ ურთიერთობა მანამ, სანამ ეს თქვენთვის ზალიან დაძაბული და რთული არ იქნება. თუმცა, თუ ცუდად გექცეოდნენ, ამას არასოდეს აპატიებთ და არ მისცემთ ახალ შანსს.

მორიელი

თუ ყოფილი გღალატობდათ და გატყუებდათ, შერიგების არანაირი შანსი არ აქვს. თუმცა, თუ დარჩა კიდევ რაიმე ნაპერწკალი, გამორიცხული არაა. პარტნიორს უკვე ეცოდინება, როგორ მოიქცეს თქვენთან.

მშვილდოსანი

არ გსურთ არაფრის აღდგენა. წინსვლა გაინტერესებთ და ახალ ადამიანეთან ურთიერთობა. საკუთარი მორალური კოდექსი გაქვთ და ალბათ ყოფილმა ის დაარღვია. საუკეთესოს უსურვებთ მას და არც კი ფიქრობთ იმაზე, რომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო.

თხის რქა

შესაძლოა მზად ხართ ურთიერთობის აღსადგენად, თუ ყოფილი მზადაა, იმუშავოს საკუთარ თავზე და ქცევებზე. უნდა მიიღოთ ცვლილებელი ნელნელა და იყოთ დარწმუნებული, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

მერწყული

წარმოუდგენლად არაპროდუქტიულ ქმედებად მიგაჩნიათ ყოფილებთან დაბრუნება. რატომ უნდა გაიმეოროთ ის, რაც აქამდე არ გამოგივიდათ? წინ უნდა იმოძრავოთ და უკან არ მოიხედოთ - ეს არის თქვენი პრონციპი.

თევზები

მეორე შანსსაც მისცემთ, მესამეცსაც და მეოთხესაც... სინამდვილეში, ისე გსურთ ყოფილთან დაბრუნება, რომ იფიქრებ, ამნეზია აქვს და ვერ იხსენებს, რატომ დაშორდაო. გარდა ამისა, ამ მიზეზებს მუდამ ამართლებთ და გწამთ, რომ პარტნიორი შეიცვალა.