ზოდიაქოს ნიშნები: როგორი პარტნიორი გჭირდებათ სწორედ თქვენ

ზოდიაქოს ნიშნები: როგორი პარტნიორი გჭირდებათ სწორედ თქვენ
ხანდახან, ჩვენ თავადვე არ ვიცით, რა გვსურს. რას მიგვანიშნებს ამის თაობაზე ასტროლოგია ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვერძი

გჭირდებათ ადამიანი, რომელსაც არ აშინებს სიახლეები, ამასთან, არის ფრთხილი. გაკავებთ და გაფრთხილებთ, სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ. რომელიც აქცევს ყურადღებას, როდის მოგაწვებათ სიბრაზის ტალღა და იცის, ამ დროს როგორ უნდა მოგექცეთ.

კურო

ისეთი ადამიანი გჭირდებათ, რომელიც უპირობო ნდობას იმსახურებს, რადგან ეს საკითხი თქვენთვის ძალზედ პრინციპულია. ის თქვენზე სწრაფად უნდა მოქმედებდეს, რადგან თქვენ დიდ ხანს აკვირდებით მოვლენებს, სანამ რაიმეს გადაწყვეტთ. მაგრამ საერთო ენას ვერ იპოვით ზედმეტად ენერგიულ ადამიანთან.

ტყუპები

იპოვეთ ისეთი, ვისაც თქვენი აზრების გაშიფვრა შეუძლია და ვისაც მუდმივი მზრუნველობა არ სჭირდება. თუ ადამიანი დიდად არ დარდობს, როცა წვეულებაზე მარტოს გტოვებთ, ე.ი. ეს თქვენი ადამიანია. იგი ცხოვროპს პრინციპით, იცხოვრებდა სხვებსაც მიეცი ცხოვრების საშუალება.

კირჩხიბი

მუდმივად ეძებთ ძველმოდურ ადამიანს, რომელსაც ესმის ნამდვილი რომანტიკის ფასი, რომელიც მუდამ თქვენთან იქნება და გაიზიარებს სიხარულსა და მწუხარებას, ექნება დიდი მოთმინების უნარი და უსაფრთხოების განცდას შეგიქმნით.

ლომი

თქვენთვის იდეალური პარტნიორია - თქვენი თანასწორი ყველა მხრივ. თუ ცენტრალურ პოზიციას იკავებთ, ის ადამიანიც უნდა შეგესაბამებოდეთ და თქვენი ჩრდილი არ იყოს. ძლიერი ადამიანი გჭირდებათ, ამასთან რბილიც და ნაზიც უნდა იყოს.

ქალწული


ოცნებობთ, რომ თქვენი პარტნიორი ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩეოდეს, მაგრამ მაშინ ეს საკუთარ თავთან ურთიერთობას დაემსგავსება. სინამდვილეში, ვინმე სოციალური და კომუნიკაბელური გჭირდებათ, რომელიც გასწავლით ცხოვრებით ტკბობას.

სასწორი

თქვენს გვერდით ძლიერი, მაგრამ არა ძალაუფლებისმოყვარული ადამიანი უნდა იყოს. რომელიც თქვენს ნაცვალდ მიჳღებს სერიოზულ გადაწყვეტილებებს, იქნება თვითკმარი, გაგრძნობინებთ თავს კომფორტულად და დააბალანსებს ურთიერთობას.

მორიელი

გჭირდებათ ერთგული, ძლიერი და სწორხაზოვანი ადამიანი, რომელიც თქვენს მძიმე ხასიათს შეეგუება და გაგიგებთ. ასევე, ნუ დაივიწყებთ თქვენს სექსუალურ ძალაზე, ამიტომ, პარტნიორი სრულად უნდა შეესაბამებოდეს თქვენს მოთხოვნებს.

მშვილდოსანი

თქვენმა პარტნიორმა უნდა იცოდეს, რომ პირადი სივრცე გჭირდებათ და როცა მშვილდოსანს ვალდებულებებს აკისრებენ, ის მომენტალურად ქრება. შესაბამისად, თქვენთვის იდეალური პარტნიორია, ადამიანი, რომელსაც მყარი, მაგრამ ყოველგვარი ხმამაღალი დაპირებების გარეშე ურთიერთობები აწყობს.

თხის რქა


თქვენი მსგავსი შრომისმოყვარე და კარიერისტი გჭირდებათ, რომელსაც კარგად ესმის, როგორი მნიშვნელოვანია მომავლის დაგეგმვა და ფინანსებთან აკურატულობა.

მერწყული

თქვენთვის საუკეთესო პარტნიორს მინიმალიზმი უყვარს და არ არის მატერიალურ კეტილდღეობებზე მიბმული. თავისუფალი სულისაა და ღია ნებისმიერი ქმედებისთვის. ეს გახლავთ ყყურადღებიანი ადამიანი, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე ზრუნავს.

თევზები

აუცილებლად გჭირდებათ ადამიანი, რომელიც ციდან ჩამოგსვამთ, რათა საბოლოოდ არ დაიკარგოთ თქვენს ფანტაზიებში. ის თქვენი კრეატიულობის ფანატი უნდა იყოს, უნდა მოგცეთ პირადი სივრცე შემოქმედებისთვის და დაგიდგეთ მხარში, როცა ეს საჭირო გახდება.