უებარი ბალზამი, რომელიც ამაგრებს იმუნიტეტს, შველის ათეროსკლეროზს, კუჭისა და ნაწლავების დაავადებებს!
ბევრს არ უყვარს ნიორი მძაფრი სუნის გამო, მაგრამ მერწმუნეთ, მას იმდენად ძლიერი სამკურნალო ეფექტი აქვს, რომ უსიამოვნო სუნს არაფრად მიიჩნევთ. პირადად მე ნივრით იოლად ვამარცხებ გრიპსა და სხვა ვირუსულ ინფექციებს. ნივრით მოვირჩინე ნაღვლის ბუშტის ანთება. მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.
ექიმის კომენტარი:
ნივრის მძაფრ სუნრელს მასში შემავალი ფიტოციდები განაპირობებს, ეს ნივთიერებები ძლიერი ბაქტერიოციდული თვისებებით გამოირჩევა. მისი წყალობით ნიორი გრიპისა და სხვა ვირუსული ინფექციების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.
გარდა ამისა, ნიორი ძლიერი ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო თვისებებითაც ხასიათდება, რის გამოც მას სანაღვლე გზების დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.
- როცა გრიპის ეპიდემია მძვინვარებს, 1 - 2 თავი ნიორი გაფცქვენით, დაჭყლიტეთ, დადგით მაგიდაზე და პირველი 10 - 15 წუთის განმავლობაში, როცა აქტიური ნივთიერებები განსაკუთრებული ინტენსივობით გამოიყოფა, შეიყნოსეთ მისი სუნი. ეპიდემიისას ეს პროცედურა ყოველდღიურად უნდა ჩაატაროთ. ხოლო თუ გრიპი უკვე შეგეყარათ, ამ პროცედურასთან ერთად ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებიც მიიღეთ.
- ნაღვლის ბუშტის ანთებისას დღეში 3 - 4 - ჯერ 1 - 2 კბილი ნიორი დაღეჭეთ. უნდა ღეჭოთ გულდასმით, 2 - 3წუთი. მკურნალობის კურსი 2 - 3 კვირაა.
- ასევე გთავაზობთ უებარ ბალზამის რეცეპტს, რომელიც ამაგრებს იმუნიტეტს, შველის ათეროსკლეროზს, ქრონიკულს ბრონქიტს, კუჭისა და ნაწლავების დაავადებებს.
ბალზამის დასამზადებლად 200 გრ ნიორი ჩაყარეთ მუქ მინის ჭურჭელში, დაასხით 200 გრ სპირტი და დადგით ბნელ ადგილას. 10 -12 დღის შემდეგ გაფილტრეთ, დაუმატეთ 50 გრ თაფლი და 30 გრ პროპოლისის სპირტიანი ხსნარი ( იყიდება აფთიაქებში ). კარგად აურიეთ და სიბნელეში კიდევ 2 - 3 დღე დატოვეთ. სვით დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. წვეთები ნახევარი ჭიქა რძეში უნდა გახსნათ. დოზა თანდათანობით გაზარდოთ: პირველ დღეს მიიღეთ დილით - 1, სადილად - 2, საღამოს - 3 წვეთი, მეორე დღეს, შესაბამისად 4,5, 6 წვეთი და ა.შ. მე - 11 დღიდან დოზა სტაბილური ხდება: 25 - 25 წვეთი დილით, შუადღისას და საღამოს. კურსის ხანგრძლივობა 30 დღეა. 3 - 5 თვის შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ.
ამ ბალზამით მეუღლეს გასტრიტი მოვურჩინე, მამა - ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის ვასვი, შვილს - დასუსტებული იმუნიტეტი გავუძლიერე და მას შემდეგ კარგა ხანს აღარ გაცივებულა.
ექიმის კომენტარი:
ნივრის მძაფრ სუნრელს მასში შემავალი ფიტოციდები განაპირობებს, ეს ნივთიერებები ძლიერი ბაქტერიოციდული თვისებებით გამოირჩევა. მისი წყალობით ნიორი გრიპისა და სხვა ვირუსული ინფექციების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.
გარდა ამისა, ნიორი ძლიერი ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო თვისებებითაც ხასიათდება, რის გამოც მას სანაღვლე გზების დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.