შაკიკის მკურნალობის უმარტივესი ხალხური მეთოდი!

შაკიკის მკურნალობის უმარტივესი ხალხური მეთოდი!
მაწუხებს შაკიკი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალიან ვიტანჯებოდი, მაგრამ ახლა რეგულარულად ვიყენებ ამ გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა და მდგომარეობა შედარებით შემიმსუბუქდა. მინდა ეს გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.
გთავაზობთ შაკიკის მკურნალობის ხალხურ მეთოდს: როცა შეტევა დაგწყებათ, 2-3 თავი ქართული ნიორი დანაყეთ, მირებული მასა მოათავსეთ კოლჰოტის ნაჭერში, შუბლზე (მტკივან ადგილზე ) დაიდეთ და შეიკარით დაახლოებით 10 წუთით. შედეგს აუცილებლად მიიღებთ.
გაითვალისწინეთ: თუ ნიორს კანზე 10 წუთზე მეტხანს გააჩერებთ, კანი დაგეწვებათ და შუბლზე ლაქა დაგრჩებათ.

ექიმის კომენტარი:


ნიორი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი მცენარეა და სწორედ ეს განაპირობებს მის გამოყენებას სხვადასხვაგვარი დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ნივრის ბოლქვში შემავალ ნივთიერებებს აქვს ანტიმიკრობული, სოკოსა და ჭიების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს კუშ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციულ და მოტორულ ფუნქციას, ნაღვლის სეკრეციას. ნიორი ნახველის გამათხელებელი და ა მოსახველებელი საშუალებაცაა. იგი ასტიმულირებს გულის მუშაობას, აფართოებს კორონალურ სისხლძარღვებს.
ნივრის პრეპარატები გამოიყენება ნაწლავებში დუღილისა და ლპობის პროცესების დასათრგუნად, აგრეთვე, ღვიძლის, ზემო სასუნთქი გზების დაავადებების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოექტაზიური დაავადებების , პნევმონიის, ზოგჯერ ბრონქული ასთმის დროს.
ნიორი გამოიყენება პროფილაქტიკისათვის გრიპის ეპიდემიის დროს, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადებისა და გულის ნევროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
შაკიკის დროს ნივრის გარეგანი გამოყენება შესაძლოა ნერვულ დაბოლოებებზე მის მასტიმულირებელ ზემოქმედებასთნ იყოს დაკავშირებული. ამასთან, ნივრის ეთეროვან ზეთს ძლიერი დიფუზურობა ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარეგანი ხმარებისას იგი ღრმად მდებარე ქსოვილებამდე აღწევს და კლინიკურ ეფექტს იძლევა.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი