აი, როგორ უნდა მოაუროთ თვალებს, რომ დაიცვათ მავნე ზემოქმედებისგან!
თვალები ყველაზე ძვირფასი საჩუქარია ბუნებისაგან. იგი იმდენად მგრძნობიარე ორგანოა, რომ მათში აისახება ყველაფერი, რასაც ვგრძნობთ: სიხარული, განცდები, სიყვარული, სიძულვილი და სხვა. თვალები ითვლება არა მარტო სულის, არამედ მთელი ორგანიზმის სარკედ. მასზე მოქმედებს ყველანაირი გარეგანი ფაქტორები: მკაფიო შუქი, ქარი, სიცივე, ჭუჭყიანი ჰაერი და სხვა. ამიტომ ადვილად ზიანდება. იწყება ცრემლდენა, ანთება და სხვა. აუცილებელია თვალი ყოველთვის სუფთა იყოს. ხოლო თუ შემთხვევით თვალში მოხვდა მტვერი, საჭიროა გამოირეცხოს თვალი.
თვალის გამორეცხვა
ამისათვის პატარა ჭურჭელში ჩაასხით გვირილის, ჩაის ნაყენი ან ალოეს წყალხსნარი. მიიტანეთ თვალთან და წამწამები ახამხამეთ ამ სითხეში, რომლის ტემპერატურია სხეულის ტემპერატურის მსგავსი უნდა იყოს. შეგიძლიათ ბამბის ტამპონი დაასველოთ ამ სითხეში და დაიდოთ თვალებზე 20 წუთით.
თვალის ვარჯიში
როდესაც თქვენ მთელი დღის განმავლობაში კითხულობთ, წერთ ან კერავთ, ხშირად იღლება თვალები. დაღლილობის მოსახსნელად არსებობს ვარჯიში.
როგორ მოვუაროთ წამწამებს
წამწამების ცვენა შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა კვებამ ან კოსმეტიკური საშუალებების ხშირმა გამოყენებამ. ამისათვის, რომ წამწამები ნორმატულად იზრდებოდეს, არ ცვიოდეს, ასე უნდა მოიქცეთ!
ძილსი წინ აუცილებლად მოიშორეთ კოსმეტიკა ქუთუთოებიდან მკვებავი კრემით და ბამბით, შემდეგ კი წაისვით აბუსალათინის ზეთი, 1 თვის განმავლობაში.
წამწამების მკურნალობის პერიოდში არ იხმაროთ კოსმეტიკური საშუალება.

- თავი დაიჭირეთ პირდაპირ. თვალები მიატრიალეთ მაქსიმალურად მარჯვნივ, შემდეგ მაღლა, შემდეგ მარცხნივ და ბოლოს დაიხედეთ დაბლა. რამდენიმე წამის შემდეგ ისევ გაიმეორეთ. ყველა ვარჯიში 3 - ჯერ სრულდება.
- ორივე თვალით უყურეთ ცხვირის წვერს, ვიდრე არ დაიღლებით. ამის შემდეგ ორივე თვალით უყურეთ ცხვირის ძვალს რამდენიმე წამის განმავლობაში.