ყველაზე მარტივი გზა თვალებ ქვეშ ტომრების მოსაშორებლად!
თვალების ქვეშ ტომრები ადამიანს შესაძლოა გენეტიკურად ერგოს. საქმე ის არის, რომ ქუთუთოების კანსა და კანქვეშა უჯრედებს შორის მდებარეობს თხელი მემბრანა. ბუნება ზოგირთს სქელი მემბრანით ასაჩუქრებს, ზოგს კი - თხელით. დროთა განმავლობაში მემბრანა თხელდება და ცხიმოვანი ქსოვილი უშუალოდ კანქვეშ აღწევს. როდესაც მემბრანის გათხელების პათოლოგიური მიზეზი აქვს, ბუნებრივი გათხელების პროცესიც ჩქარდება, ხოლო ცხიმოვანი ქსოვილის კანქვეშ სწრაფი გადასვლა უპეებთან ტომრების გაჩენას უწყობს ხელს. ამ წარმონამქნებს ექიმები თვალის თიაქრებსაც უწოდებენ.
ზოგადი მიზეზები, რომლებიც დაავადებას კი არ უკავშირდება, არამედ ცხოვრების არასწორი წესით არის განპირობებული. ასეთებია:
კონკრეტული მიზეზებია თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები, წყალმარილოვანი ცვლის მოშლა.
თუ თვალებს ტომრების წამოქმნისადმი მიდრეკილებას ამჩნევთ, ნუღარ დააყოვნებთ, სასწრაფოდ დაიწყეთ ვარჯიში მათ საწინააღმდეგოდ:
ვარჯიშთა კომპლექსი უნდა შეასრულოთ 3 - 4 წყებად, თითოწუთიანი შესვენებებით, უმჯობესია, დღეში 3- ჯერ. სასურველია, ვარჯიშის შემდეგ თვალებზე 5 - 10 წუთით დაიდოთ გვირილის ან ოხრახუშის ნაყენში დასველებული ტამპონები. თუ შეამჩნევთ, რომ დროთა განმავლობაში ვარჯიში უფრო და უფრო გიადვილდებათ, ესე იგი სწორ გზას ადგახართ - რამდენიმე ხანში თვალის კუნთები გამაგრდება და ტომრებიც ნელ - ნელა დაპატარავებას დაიწყებს.
ზოგადი მიზეზები, რომლებიც დაავადებას კი არ უკავშირდება, არამედ ცხოვრების არასწორი წესით არის განპირობებული. ასეთებია:
- არასწორ პოზაში ძილი;
- ორგანიზმში სითხის სიჭარბე;
- ქრონიკული დაღლილობა;
- სტრესი;
- არარაციონალური კვება;
- ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი.
კონკრეტული მიზეზებია თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები, წყალმარილოვანი ცვლის მოშლა.
თუ თვალებს ტომრების წამოქმნისადმი მიდრეკილებას ამჩნევთ, ნუღარ დააყოვნებთ, სასწრაფოდ დაიწყეთ ვარჯიში მათ საწინააღმდეგოდ:
- მაგრად დახუჭეთ და ფართოდ გაახილეთ თვალები. გაიმეორეთ 5 - 6 - ჯერ, 30 - წამიანი ინტერვალით.
- მაგრად დახუჭეთ თვალები, ოღონდ ეცადეთ, არ მოიღუშოთ. თვლაზე "5" თვალები ფართოდ გაახილეთ და მაღლა აიხედეთ, ისევ 5 - მდე დაითვალეთ და თვალების კუნთები მოადუნეთ.
- თავი სწორად დაიჭირეთ, მიიხედეთ მარცხნივ, დაითვალეთ ხუთამდე და გაიხედეთ პირდაპირ, დახუჭეთ თვალები რამდენიმე წამით. ეს მოძრაობები გაიმეორეთ საპირისპირო მხარეს. ვარჯიში 3 - 4 - ჯერ უნდა შეასრულოთ.
- აახამხამეთ ორივე თვალი რაც შეიძლება სწრაფად, თვლაზე "10" მაგრად დახუჭეთ, 4 - 6 წამის შემდეგ გაახილეთ და მოდუნებულმა გაიხედეთ რომელიმე მხარეს, მოშორებით მდებარე საგნისკენ, უყურეთ 3 -5 წამს, შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ 3 - 5 - ჯერ.
- თავი სწორად დაიჭირეთ და გაიხედეთ ჯერ ზევით - ქვევით, შემდეგ - მარჯვნივ - მარცხნივ.
- ატრიალეთ თვალები წრეზე ასეთი მიმართულებით: ზევით - მარჯვნივ - ქვევით - მარცხნივ, საპირისპირო მიმართულებით.
- დახუჭეთ თვალები და მათ შიგნითა კუთხეებზე დაიჭირეთ საჩვენებლი თითი, დააფიქსირეთ კანი ისე, რომ ნაოჭები არ გაუჩნდეს. თვალები მაგრად დახუჭეთ, ხოლო 5 - 6 წამის შემდეგ ქუთუთოები მთლიანად მოადუნეთ. გაიმეორეთ 10 - ჯერ.