სულაც არ არის საჭირო ინექციების კეთება, როდესაც ეს გასაოცარი საშუალება არსებობს!

სულაც არ არის საჭირო ინექციების კეთება, როდესაც ეს გასაოცარი საშუალება არსებობს!
სქელი, გლუვი და მიმზიდველი ტუჩები - ლამაზი სქესის თითოეული წარმომადგენლის ოცნება. მამაკაცები ქალბატონებში სახის ყველაზე მიმზიდველ ნაწილად სწორედ ტუჩებს მიიჩნევენ. სამწუხაროდ, ასაკის მატებისა და გარემო ფაქტორების მავნე ზეგავლენის შედეგად ისინი კარგავს პირვანდელ სილამაზეს, სიგლუვესა და მიმზიდველობას. ლამაზი სქესის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი პრობლემის გადასაჭრელად მიმართავს სპეციალურ ინექციებს, ტატუაჟს, სხვადასხვა პომადებს, რომლებიც მოცულობაში ზრდის ჩვენს ტუჩებს და ა.შ.



გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოთებისა, არსებობს ერთი საშუალება, რომლის შესახებაც დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები და მცირეოდენი დრო საშუალების დასამზადებლად, რომელიც ვიზუალურად გაზრდის თქვენს ტუჩებს, მიანიჭებს მას სიგლუვესა და საოცარ მიმზიდველობას.

ტუჩების მოსავლელი სკრაბი

ინგრედიენტები:
  • 1 ჩ.კ შაქარი;
  • 1 ჩ.კ ფორთოხლის წვენი;
  • 1 ჩ.კ თაფლი.

ინგრედიენტები თხევადი პომადისთვის:

  • 50 გ ჭარხალი;
  • 1/4 ჩ.კ გლიცერინი;
  • E ვიტამინის 1 კაფსულა.

მომზადება და გამოყენება:

  1. სკარბისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და კარგად გადაურიეთ. გაითვალისწინეთ, არ ღირს ფორთოხლის ჩანაცვლება ლიმონის წვენით, რადგან ის ზედმეტად აგრესიულია ტუჩების ნაზი კანისთვის.



  2. მიღებული ნარევი წაისვით თხელ ფენად ტუჩებზე. თითის ბალიშებით იკეთეთ მსუბუქი მასაჟი 1 წუთის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ მოიშორეთ ნარევი ტუჩებიდან ხელსახოცის გამოყენებით. შაქარი მთლიანად მოგაშორებთ აქერცლილ კანს და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ფორთოხლის წვენი მიანიჭებს დამატებით მოცულობას თქვენს ტუჩებს, ხოლო თაფლი დაატენიანებს და გამოკვებავს მას.



  3. ახლა კი შეუდექით თხევადი პომადის მზადებას. მოცემული რაოდენობით ჭარხალი გახეხეთ წვრილ სახეხზე და მიღებულ ფაფისებრ მასაში ჩაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები. კარგად გადაურიეთ და გაწურეთ ნარევი დოლბანდის გამოყენებით. თქვენ მხოლოდ სითხე დაგჭირდებათ.



  4. ბამბის ჩხირის გამოყენებით წაისვით ეს საშუალება თხელ ფენად ტუჩებზე. თქვენ შეგიძლიათ დაიტოვოთ ეს საშუალება ტუჩებზე და იხმაროთ ის ბლესკის სახით ან წასმის შემდეგ მყისიერად მოიშოროთ ხელსახოცის გამოყენებით, რათა მიიღოთ მდგრადი ფერი.



თუ თქვენთვის რამე გაუგებარია, შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს, რომელშიც დეტალური ინსტრუქციაა მოცემული: