გაიგლუვეთ ნაოჭები და მიანიჭეთ კანს ახალგაზრდული იერი 2 კვირაში. ყველაზე იაფი და მარტივი გამოსავალი.

გაიგლუვეთ ნაოჭები და მიანიჭეთ კანს ახალგაზრდული იერი 2 კვირაში. ყველაზე იაფი და მარტივი გამოსავალი.
სამწუხაროდ, დაბერების პროცესის თავიდან არიდება შეუძლებელია. ნაოჭები, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად გვიჩნდება და დღითიდღე უფრო შესამჩნევი ხდება, უდიდეს დისკომოფრტს გვიქმნის და ჩვენს თვითშეფასებას საგრძნობლად ადაბლებს.

რა განაპირობებს ნაოჭების გაჩენას? ამ უსიამოვნო მოვლენას შემაერთებელ ქსოვილში კოლაგენისა და ელასტინის დონის კლება უდევს საფუძვლად. გარემო ფაქტორები კიდევ უფრო ასწრაფებს და ამწვავებს პრობლემას. მზის ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენა, მოწევა, ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატის მიღება, ჭარბი სტრესი, წონის უცაბედი კლება, გენეტიკური მიდრეკილება, E ვიტამინის დეფიციტი - ფაქტორები, რომლებიც უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენს კანს.

როგორც წესი, ლამაზი სქესის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი დახმარებისთვის სპეციალურ კოსმეტიკურ საშუალებებსა და პროცედურებს მიმართავს. როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გვყოფნის დრო და ფინანსები რეგულარულად სილამაზის სალონში ვიზიტისთვის? არსებობს გამოსავალი მსგავსი სიტუაციიდან. თქვენ მცირე ზომის ნაოჭების გაგლუვებაში და კანის რამდენიმე წლით გაახალგაზრდავებაში ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი ერთი გასაოცარი საშუალება დაგეხმარებათ, რომლის დამზადებასაც მარტივად შეძლებთ სახლის პირობებში. დღეს ამ საშუალების შესახებ დეტალურად მოგითხრობთ ''Fpaparazzi''-ის რედაქცია.

ინგრედიენტები:
  • 1 ჩაის კოვზი L-ასკორბინის მჟავა (C ვიტამინის ფხვნილი);
  • ¼ ჭიქა ალოე ვერას გელი;
  • 2 ს.კ ქოქოსის ზეთი;
  • 2 ს.კ E ვიტამინი;

ჩამოთვლილი ინგრედიენტების შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში.

მომზადება:

მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა მოცემული ინგრედიენტებისგან. მოათავსეთ ის მუქი ფერის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. წაისვით ეს საშუალება თხელ ფენად სახის კანზე კვირაში 2-ჯერ. არ ჩამოიბანოთ ის, დაიტოვეთ სამოქმედოდ რამდენიმე საათით. რეგულარული პროცედურების შემდეგ თქვენ შეამჩნევთ, თუ როგორ გლუვდება ნაოჭები და როგორ იძენს სახის კანი ახალგაზრდულ იერს.