რატომ სჯობია თხის რძე ძროხისას?! ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ !
რძის ხმარების აუილებლობის შემთხვევაში, დედის რძის შემდეგ ყველა ასაკის ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლოა აუდუღარი თხის რძე.
რძე არავითარ შემთვევაში არ უნდა ადუღდეს 47o - ზე მაღლა, რადგან 54o - ზე ენზიმები ისპობა. ამავე მიზეზით არასოდეს არ შეიძლება პასტერიზებული (პასტერიზაცია და პასტერიზება - საკვები პროდუქტების გაცხელება იმდენად, რომ დაიღუპოს მავნე მიკროორგანიზმები, მაგრამ შენარჩუნებულ იქნეს პროდუქტების გემო, ვიტამინები და სხვა სასარგებლო თვისებები ) რძის გამოყენება. ყვეალფერს სჯობია თხის რძე მაშინვე, ჩამოწველისთანავე დაილიოს,მ მაგრამ მისი ორი დღით შენახვაც შეიძლება დახურულ ჭურჭელშიმ მაცივარში.
რძე არავითარ შემთვევაში არ უნდა ადუღდეს 47o - ზე მაღლა, რადგან 54o - ზე ენზიმები ისპობა. ამავე მიზეზით არასოდეს არ შეიძლება პასტერიზებული (პასტერიზაცია და პასტერიზება - საკვები პროდუქტების გაცხელება იმდენად, რომ დაიღუპოს მავნე მიკროორგანიზმები, მაგრამ შენარჩუნებულ იქნეს პროდუქტების გემო, ვიტამინები და სხვა სასარგებლო თვისებები ) რძის გამოყენება. ყვეალფერს სჯობია თხის რძე მაშინვე, ჩამოწველისთანავე დაილიოს,მ მაგრამ მისი ორი დღით შენახვაც შეიძლება დახურულ ჭურჭელშიმ მაცივარში.
- ამას წინათ შემდეგ შემთხვევას მივაქციეთ ყურადღება: ჩვენი მეგობრის ორი წლის გოგონა ერთი წლის ასაკამდე დედის რძით იკვებებოდა. მთელი ამ ხნის მანძილზე ცხვირიდან სისხლი ან ლორწო არ სდიოდა, ჯანმრთელად იყო და თავს კარგად გრძნობდა, ვიდრე ერთხელ პასტერიზებული რძე არ დაალევინეს, ვინაიდან ბავშვის მამას ჰყავდა ორი თხა, რომლებსაც რძე გაუშრათ, და ამიტომ ბავშვისთვის მაღაზიის პასტერიზებული რძის დალევინება მოუხდათ.
ორი დღის შემდეგ ბავშვს ცხვირიდან გამონადენი დაეწყო, ადვილად ღიზიანდებოდა და ვერ ისვენებდა. მამამ მაშინვე ორი სხვა თხა იყიდა და ბავშვს ისევ აუდუღარი რძის მიცემა დაუწყო.
ორ დღეში ყველაფერი მოწესრიგდა. ბავშვი რეგულარულად აუდუღარ თხის რძესა და ახალი სტაფილოს წვენს სვამს. ეს ერთადერთი შემთხვევა სულაც არ გახლავთ. - აუდუღარი თხის რძე ერთ- ერთი ყველაზე უფრო სუფთა პროდუქტია, მაშინ, როცა ძროხის რძე იშვიათად თუა სუფთა.
დადგენილია, რომ ძროხის რძე ბევრ ლორწოს წარმოქმნის, მაშინ, როცა თხის რძე ლორწოს არ წარმოქმნის. მაშ ჩვენს დროში ასე ცოტა თხის რძეს რატომ ხმარობენ? მიზეზი სავსებით კანონზომიერია: ძროხა თხაზე მეტ რძეს იწველის. - საერთოდ კი იდეალური შემთხვევა ისაა, რომ კაცს ნაკვეთი ჰქონდეს: თავისი ხილი და ბოსტნეული მოიყვანოს ორგანული სასუქით, ჰქონდეს რამდენიმე სკა, ჰყავდეს - ორი - სამი თხა და იცოცხლოს ხანგრძლივად, ჯანმრთელად, ბედნიერად და დიდხანს შეეძლოს სარგებლობის მოტანა.
ამ ოცნების განხორციელება შესაძლებელია. ეს ბევრმა შეძლო და თქვენც შეგიძლიათ, მხოლოდ სურვილია საჭირო. - დავუბრუნდეთ რძის პრობლემას. გახსოვთ, რომ თხა, ალბათ, ყველაზე სუფთა შინაური პირუტყვია. მისი გამოყოფის ორგანოები იდეალურს უახლოვდება, და მისი გულითადი ზნე და მშვიდი ხასიათიც აქედან მოდის. თხის რძე ბევრად სჯობია ძროხისას და, რასაკვირველია, სჯობია მწეველი და მსმელი დედის რძესაც.
რაკი თხა სუფთა პირუტყვია, არ ავადდება ტუბერკულოზით, ბრუცელოზით, სხვა დაავადებებით, რომლებითაც ძროხები ავადდება. - თხის რძის ხარისხი ბევრად სჯობია ძროხისას; ის უფრო ერთგვაროვანია, მეტ უცილებო აზოტს შეიცავს, მისი ცილები საუკეთესო ხარისხისაა, მასში ნებისმიერ სხვა საკვებზე მეტი ნიაცინი და თიამინია.
- თხის რძე განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვების ფაღარათისას, რაც მასში ნიაცინის დიდი შემცველობით აიხსნება.
- თიამინი B ჯგუფის ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი ვიტამინია, რომელიც მონაწილეობს ადამიანის ცხოვრების - დაბადებიდან სიკვდილამდე - ყველა ძირითად სასიცოცხლო პროცესში. თხის რძეში უხვადაა თიამინი.
- კიდევ ერთხელ შეგახსნებეთ, რომ თხის რძე არ გააცხელოთ 47o - ზე მაღლა. უმჯობესია გადახურებული, პასტერიზებული ან ადუღებული რძე გადაღვაროთ, ვიდრე ბავშვს დაალევინოთ.