მარილის გამოყენების 10 უჩვეულო ხერხი, რომლებზეც ჯერ არ გსმენიათ. №7 ნამდვილად გაგაოცებთ...

მარილის გამოყენების 10 უჩვეულო ხერხი, რომლებზეც ჯერ არ გსმენიათ.  №7 ნამდვილად გაგაოცებთ...
რა იცით მარილის სასარგებლო თვისებების შესახებ? ჩვენ მიჩვეული ვართ მარილის საკვებში გამოყენებას, მაგრამ ამით მისი შესაძლებლობები არ შემოიფარგლება.

  1. შეგიძლიათ მოამზადოთ კანის შესანიშნავი სკრაბი მარილის გამოყენებით. ამისათვის, შეურიეთ მარილი, ლავანდის ეთერზეთი და ზეითუნის ზეთი. წაისვით მიღებული მასა სუფთა კანზე 2 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. მარილი აცილებს კანის მკვდარ უჯრედებს, ზეთები კი არბილებს და კვებავს კანს.

  2. თუ კბილი აგკტივდათ, ან პირის ღრუში წყლული გაგიჩნდათ, დაგეხმარებათ თბილი წყლისა და მარილის სავლები, სანამ ექიმის კაბინეტში მოხვდებით.

  3. კბილების გასათეთრებლად, გაიხეხეთ კბილები მარილისა და სოდის ნარევით. იგი აგრეთვე სასარგებლოა ღრძილების ანთების სამკურნალოდ.

  4. ჭიანჭველების მოსაცილებლად, მოაყარეთ მარილი იმ ადგილს, სადაც მწერები შენიშნეთ.

  5. მარილი ებრძვის სინესტეს: ჩაყარეთ პატარა ტომრებში მარილი და მოათავსეთ კარადებში.

  6. მარილი შესანიშნავად წმენდს თუჯისა და ვერცხლის ნაკეთობებს. მოამზადეთ მარილისა და ვაშლის ძმრის ნარევი, მოუსვით ნაკეთობას და გაავლეთ წყალში.

  7. ფანჯრების იდეალურად გასაწმენდად, მოამზადეთ ხსნარი 2 ს.კ. მარილისა და 3-4 ლიტრი წყლისგან. ამის შემდეგ, მინები კიდევ დიდ ხანს შეინარჩუნებს სისუფთავეს.

  8. ცხელი წყლისა და მარილის ხსნარს იყენებენ გაჭედილი მილებისა და ცხიმიანი ნიჟარის გასაწმენდად. ეს პროცედურა აგრეთვე მოაცილებს სამზარეულოდან უსიამოვნო სუნს.

  9. ფარდებსა და პატარა ხალიჩებს ფერის უწინდებურ სიხასხასებს დაუბრუნებს ასევე მარილის ხსნარი. უბრალოდ ჩაალბეთ გარეცხვამდე წლისა და მარილის ნარევში და მიღებული ეფექტით დატკბით.

  10. გარეცხვამდე პირდაპირ სარეცხის მანქანაში ტანსაცმელს მოაყარეთ მარილი. ამ გზით აარიდებთ ნივთებს გახუნებას, თუ მზეზე აპირებთ გაშრობას. მარილი, ასევე არბილებს ტანსაცმელს და აძლიერებს სარეცხი ფხვნილის მოქმედებას.


იხილეთ ვიდეო: