აი, როგორ უნდა მოიხსნან დაძაბულობა და სტრესი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებმა

აი, როგორ უნდა მოიხსნან დაძაბულობა და სტრესი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებმა
როგორი მშვიდი ადამიანიც არ უნდა იყოთ, ალბათ თქვენთვის კარგად ნაცნობია სტრესი. საუბარია ბანალურ დაძაბულობაზეც კი, რომელთანაც ბრძოლა ხანდახან რთულია. თითოეულ ნიშანს აქვს განმასხვავებელი თვისება, რაც სტრესს იწვევს, ამიტომ უმჯობესია გაიგოთ, თუ როგორ უნდა ებრძოლოთ ამას.

ვერძი

ვერძები იშვიათად იღლებიან ფიზიკური დატვირთვისგან, ამიტომ მიაჩნიათ, რომ დასვენება არ სჭირდებათ. ამის გამო ემოციური ფონი ზარალდება და იქმნება ნამდვილი სტრესული სიტუაციები. ამის თავიდან ასაცილებლად, უბრალოდ, კვირაში ერთხელ მაინც უნდა დაისვენოთ.

კურო

კუროები ძალიან დამოკიდებულნი არიან სხვის აზრზე. ამიტომ მუდამ განიცდიან იმაზე, თუ რას ფიქრობენ მათზე. ეს კი სტრესს იწვევს. უბრალოდ, შეხედეთ მარტივად მოვლენებს.

ტყუპები

ტყუპებს ძალიან უძნელდებათ, რადგან ხშირად იცვლიან აზრს. თითქმის ყოველთვის ყველაფერზე ერთად ფიქრობენ, რაც იწვევს მუდმივ სტრესს. ნეგატიურ ფიქრებთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდებია იოგა, მედიტაცია და ცხელი აბაზანა.

კირჩხიბი

კირჩხიბები ხშირად არასწორად აღიქვამენ სიტუაციებს, რაც იწვევს სტრესს. ისინი იშვიათად უყვებიან სხვებს თავიანთ განცდაზე, ამიტომ ნეგატივი უგროვდებათ შიგნიდან. ამასთან გამკლავების ხერხი გახლავთ სხვა რაიმეზე გადართვა, მაგალითად, მეგობრებთან ერთად რაიმე სასარგებლო საქმით დაკავება.

ლომი

მათი პრობლემა იმაშია, რომ წარსულის გაშვება უჭირთ. წარუმატებლობაზე იციან ჩაციკვლა, რადგან ფიქრობენ, რომ ცხოვრებისგან მხოლოდ საუკეთესო უნდა მიიღონ. იფიქრეთ არა იმაზე, თუ რას ფიქრობენ გარშემომყოფები თქვენზე, არამედ, იმაზე, თუ როგორ ეპყრობით საკუთარ თავს.

ქალწული

ქალწულები მუდამ ყველაფერს წინასწარ გეგმავენ, ამიტომ მათი გონებრივი პროცესი დუღს, როგორც ტყუპების შემთხვევაში. ბრძოლის მეთოდებიც ანალოგიურია. ქალწულებს მართებთ ცხოვრებით ტკბობის სწავლა და სასიამოვნო მოულოდნელობების მჳღება მისგან.

სასწორი

მათ არ უყვართ პრობლემების გადაწყვეტა, მაგრამ ძალიან უყვართ ყველაფრის აწონდაწონვა. დიდ დროს ხარჯავენ გადაწყვეტილებების მიღებაზე, ეს კი სტრესს იწვევს. საუკეთესო გამოსავალი - სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. თუ რაიმე გაწუხებთ, ეცადეთ პირდაპირ ჰკითხოთ ამის თაობაზე.

მორიელი

ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ პირად სივრცეს, ამიტომ უმჯობესია, უცხოებთან ცოცხალ ურთიერთობებს ერიდონ. მორიელები მხოლოდ ძალიან ახლობლებს ენდობიან და ეს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის საუკეთესო გამოსავალია.

მშვილდოსანი


მათ არ მოსწონთ წესები და კონტროლი. გარდა ამისა, ვერ იტანენ ერთ ადგილას ხანგრძლივად ჯდომას. როგორც კი გრძნობენ, რომ რაღაც აღიზიანებთ, უბრალოდ უნდა გავიდნენ სუფთა ჰაერზე და ღრმად ჩაისუნთქონ. თავისუფლება სიმშვიდის შეგრძნებას შესძენთ.

თხის რქა

ისევე როგორც ლომებს, უყვართ ყველაფრის გაკონტროლება, ამიტომაც როცა სიტუაცია მოულოდნელ სახეს იღებს, თხის რქები დეპრესიაში ვარდებიან. უნდა ისწავლოთ მოდუნება და ნაკლებად დაგეგმვა, რათა იმედგაცრუება აირიდოთ თავიდან.

მერწყული

მუდმივი იდეები და ახლის შეცნობის სურვილი დამღლელია მერწყულებისთვის. ისინი კი ამას ვერ გრძნობენ. ემოციურობა და სიჯიუტეც მათ წინააღმდეგ მოქმედებს. საუკეთესო რჩევა - მოუსმინეთ ახლობლების აზრს.

თევზები


არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამიტომ როცა ასე ხდება, სტრესს განიცდიან. ასეთ მომენტებში უმჯობესია უცხო ადამიანებს ერიდოთ და საკუთარ თავს დაუთმოთ მეტი დრო.