ოთახის 12 არაჩვეულებრივი მცენარე, რომლებზეც არაფერი გსმენიათ ვოცნებობ №7-ზე!
ოთახის უჩვეულო მცენარეები - სახლის მშვენებაა. დღეს ჩვენს მიერ წარდგენილი მცენარეები სუკულენტებს მიეკუთვნება, არ ითხოვენ განსაკუთრებულ მოვლას, ახარებენ თვალს და რაც მთავარია, ძალიან ორიგინალურად გამოიყურებიან.
ოთახის უჩვეულო და ლამაზი მცენარეები
სუკულენტი-დელფინები (Senecio peregrinus)
ეს მცენარე ძალიან პოპულარულია იაპონიაში. მისი ყოველი ფოთოლი დელფინებს მომაგონებთ. ჩნდება გრძელი ყლორტი ვარდისფერი ულამაზესი ყვავილებით. ნამდვილი საოცრებაა!
იაპონური ხავსი მარიმო (Marimo moss balls)
ეს გახლავთ წყალმცენარე, რომელსაც არ უყვარს პირდაპირი მზის სხივი. აკვარიუმის არაჩვეულებრივი მორთულობაა, მაგრამ შეუძლია დამოუკიდებლადაც იარსებოს და ოთახი დაამშვენოს. მარიმო მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა, რადგან ძალიან ნელა იზრდება. მფლობელისთვის წარმატება და იღბალი მოაქვს.
ტრაქიანდრა (Trachyandra)
აფრიკული წარმოშობის ეს მცენარე ძალიან უპრეტენზიოა. მიჩვეულია მცხუნვარე მზის ქვეშ ცხოვრებას, ამიტომ მისი მორწყვა კვირაში ერთხელაც საკმარისია. ნამდვილი უცხოპლანეტელია ჩვეულებრივ ოთახის მცენარეებს შორის!
კრასულა უმბრელა (Crassula umbella)
ბარაქის ხის ახლო ნათესავია. უყვარს სინათლე და სუფთა ჰაერი. მისი ერთ-ერთი სახელწოდებაა ”ღვინის ბოკალი”. როგორი საოცარია ბუნება, რომელმაც ეს შედევრი შექმნა!
”მსუქანა” რძიანა (Euphorbia obesa)
ეს ლამაზმანი წარმოშობით აფრიკიდანაა, მაგრამ ყინვასაც უძლებს. როგორი მსუქანაა... ინარჩუნებს შიგნით სინესტეს კაქტუსის მსგავსად. ყვავილობას 5-8 წლის ასაკში იწყებს და მისი ყვავილები საოცრად ლამაზია!
რძიანა ”მედუზას თავი” (Euphorbia сaput-medusae)
შხამიანი მცენარეა, მაგრამ როგორი ორიგინალურია! ყვითელი ყვავილები აქვს და მისი მეორე სახელწოდება გახლავთ გორგონარია. ძალიან უპრეტენზიოა, უყვარს მშრალი ჰავა და სიგრილე.
პლატიცერიუმი (Platycerium)
ეს მცენარე ირმის რქებს ჰგავს და შესანიშნავად მოკალათდება კედლებზე: ბუნებაში იგი ხეებზე ბინადრობს. ნებისმიერი ინტერიერის მშვენებაა!
რძიანა ტირუკალი (Euphorbia tirucalli)
ამ მცენარის წვენისგან ადრე კაუჩუკს მოიპოვებდნენ! მისი წვენი ნამდვილი შხამია, მაგრამ როგორი ლამაზია! ”ცეცხლოვანი ჯოხები” - კიდევ ერთი სახელწოდება.
ჰავორტია კუპერი (Haworthia сooperi)
ბუნებაში ეს მცენარე კლდეებზე ხარობს და მთის თხებისა და ცხვრების საყვარელი საკვებია. ოთახის მინიატურული ვარიანტი ნამდვილი მშვენებაა, რომელზეც ბევრი ოცნებობს!
მორგანის კლდისდუმა (Sedum morganianum)
ეს უცნაური ფოთლები ვირის კუდს არ გაგონებთ? სწორედ ასე უწოდებენ მას ხალხში. იგი საკმაოდ მომთხოვნია და დიდი ოდენობით მზის შუქი სჭირდება. მაგრამ მფლობელს ულამაზესი ყვავილებით ახარებს!
შტოპორის ბალახი (Corkscrew grass)
ძალიან მალე იზრდება! მისი ფოთლები ისე გამოიყურება, თითქოს გამოცდილმა ფლორისტმა იმუშავა, მაგრამ ეს ასე არაა. ეს მცენარე ნებისმიერ სამზარეულოს დაამშვენებს!
ნაღველა ურნულა (Gentiana urnula)
უჩვეულო, მაგრამ სრულიად უპრეტენზიო მცენარე! ზღვის ვარსკვლავს ჰგავს და მაგიურად გამოიყურება!