ჩინური მედიცინის ვარსკვლავი, ლაი ჩიუ ნანი გვასწავლის, როგორ გავუმკავდეთ კენჭებს ნაღვლის ბუშტში.

ჩინური მედიცინის ვარსკვლავი, ლაი ჩიუ ნანი გვასწავლის, როგორ გავუმკავდეთ კენჭებს ნაღვლის ბუშტში.
ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვება - საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომელიც უამრავ ადამიანს აწუხებს. კენჭები განსხვავდება ერთმანეთისგან ფორმით, სიდიდითა და შედგენილობით. პაციენტების საკმაოდ დიდ ნაწილს მოცემული პრობლემის არსებობის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვს, რადგან სავსებით შესაძლებელია ნაღვლის ბუშტში საკმაოდ დიდი რაოდენობით კენჭები დაგვიგროვდეს, თუმცა შესაბამისი სიმპტომები არ აღგვენიშნებოდეს. როდესაც თავს იჩენს საშინელი ტკივილები, ანუ პრობლემა გადადის მომდევნო სტადიაზე, ქირურგიული ჩარევა გარდაუვალი ხდება.

''Fpaparazzi''-ის რედაქცია გაგაცნობთ კვების განსაკუთრებლ მენიუს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ნაღვლის ბუშტში ფორმირებული კენჭების დაშლას და მათ გამოდევნას, თანაც სულ რაღაც 7 დღეში.

ეს უნიკალური ფორმულა შეიმუშავა საკამოდ ცნობილმა და პოპულარულმა ჩინელმა ექიმმა, ლაი ჩიუ ნანმა. მოცემული მეთოდიკა დაფუძნებულია მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებზე და საშუალებებზე. ლაი ჩიუ ნანის მიერ შემოთავაზებული ფორმულა უკვე უამრავ პაციენტს დაეხმარა პრობლემის გადაჭრაში.

ინგრედიენტები:
  • 5 ვაშლი ყოველდღიურად;
  • 1 ჩ.კ მაგნიუმის სულფატი (იყიდება აფთიაქებში);
  • 4 ჭიქა თბილი წყალი;
  • 1 ს.კ ზეითუნის ზეთი;
  • 1/2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.

გამოყენების წესი:

  1. მკურნალობის კურსის პირველი 5 დღის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთვით 4 ფინჯანი ვაშლის ახლადგამოწურული წვენი ან ყოველდღიურად შეჭამეთ 5 ვაშლი.

  2. მეექვსე დღეს გამოტოვეთ სადილი.

  3. მეექვსე დღეს, საღამოს 6 საათზე დალიეთ 1 ჩაის კოვზი მაგნიუმის სულფატი 1 ჭიქა თბილ წყალთან ერთად. გაიმეორეთ იგივე პროცედურა საღამოს 8 საათზე, მაგნიუმის სულფატის პირველი მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

  4. მეშვიდე დღეს, დილის 8 საათზე მიირთვით 2 ჭიქა თბილი წყალი. 2 საათის გასვლის შემდეგ, 10 საათზე მიირთვით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ნახევარ სუფრის კოვზ ლიმონის წვენთან ერთად და დააყოლეთ მცირეოდენი თბილი წყალი.

  5. მე-8 დღეს ფეკალიებში მომწვანო ფერის კენჭებს შენიშნავთ.

ექიმის სიტყვებით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც პაციენტს ამ მეთოდიკით ნაღვლის ბუშტიდან 40-დან 50-მდე კენჭი გამოუდევნია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაღვლის ბუშტში კენჭების ფორმირებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღგენიშნებათ, რეკომენდირებულია მოცემული მეთოდის ჩატარება პროფილაქტიკისთვის.

თუ თქვენ ძლიერი ტკივილები გაწუხებთ და პრობლემა გამწვავებულია, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი! თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის.