ბევრ ნაცნობს ვასწავლე ხველების სამკურნალო მარტივი რეცეპტი და ყველა კმაყოფილი დარჩა!
მაინტერესებს ხალხური მედიცინა და ვაგროვებ ხალხურ რეცეპტებს. ამ ბოლოდ როს ბევრმა ნაცნობმა შემომჩივლა, რომ ბავშვს ხველა აწუხებთ. მე მათ ვასწავლე ჩემთვის ცნობილი მარტივი რეცეპტი და ყველა კმაყოფილი დარჩა. ვიფიქრე, რომ კიდევ ბევრი ადამიანი იქნება შეწუხებული მსგავსი პრობლემებით და იქნებ მათაც გამოადგეთ ჩემი გამოცდილება. როცა ჩემი შვილი პატარა იყო, მასაც ბრონქიტი ჰქონდა და გამუდმებით ახველებდა. იგი ასეთი რეცეპტით მომზადებული წამლით მოვარჩინე:
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
ვაშლი და ხახვი გარეცხეთ. ( ხახვი არ გაფცქვნათ ), დაჭერით თანაბარი რაოდენობის ნაწილებად ( მაგალითად 8 - 8 ), ვაშლი - გულიანად და ხახვი - კანიანად. დაასხით 1 ლ და 100 გრ წყალი (ასაორთქლებლად). ჭურჭელი მომინანქრებული უნდა იყოს. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე მანამდე, ვიდრე ხახვი არ დარბილდება ( დაახლოებით 45 -55 წუთი დაგჭირდებათ ). შემდეგ გაწურეთ საწურში. ვაშლი და ხახვიც უნდა გამოწუროთ. უნდა მიიღოთ 1 ლ - მდე სითხე, რომელიც თბილ - თბილი უნდა სვათ დღის განმავლობაში.
ახლა ჩემი შვილი 12 წლისაა და თავს ძალიან კარგად გრძნობს. ამ წამლის მიღების შემდეგ აღარც კი დაუხველებია. მკურნალობის კურსი ერთკვირიანია.
ექიმის კომენტარი:
ხახვის ბრონქიტის საწინააღმდეგო ეფექტის შესახებ არაერთხელ ვწერდით. მასში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები ამ მცენარის ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ამოსახველებელი, ანტიალერგიულ ეფექტს განაპირობებს. ყველა ეს თვისება კი სასუნთქი გზების ანთებითი პათოლოგიების სამკურნალოდ გამოგვადგება.
ვაშლი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, უჯრედისით, პექტინებით, ორგანული მჟავებით, ეთერზეთებით, ფიტოციდებით, რაც მის მრავალმხრივ ფარმაკოლოგიურ ეფექტს განაპირობებს.
ინგრედიენტები:
- მწვანე ვაშლი - 1 ცალი
- ხახვი - 1 თავი
- წყალი 1ლ და 100 გრ