როგორ გავაპრიალოთ მიმწვარი ტაფა. ამისთვის მხოლოდ 1 ინგრედიენტი დაგჭირდებათ!

როგორ გავაპრიალოთ მიმწვარი ტაფა. ამისთვის მხოლოდ 1 ინგრედიენტი დაგჭირდებათ!
თუ თქვენ საყვარელი ტაფა დაგეწვათ, არ ინერვიულოთ! მიმწვარი ჭურჭლის გაწმენდა ძალზედ მარტივადაა შესაძლებელი. ამისთვის, თქვენ არ დაგჭირდებათ რკინის სახეხებისა და სპეციალური აბრაზიული ფხვნილების გამოყენება.

ჩვენ გთავაზობთ ხალხურ მეთოდს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ტაფის გაპრიალებას რბილი ღრუბლის დახმარებითაც კი. ღვინის ქვა - პროდუქტი, რომელსაც გამოიყენებენ კულინარიაში ათქვეფილი ცილების გასამყარებლად. ამ საშუალების შეძენა შეგიძლიათ დიდ სუპერმარკეტებში და ზოგიერთ აფთიაქში. ეს პროდუქტი ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ ინტერნეტ მაღაზიებიდან. თუ თქვენ ვერ მოახერხეთ ღვინის ქვის შეძენა, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ იგი ლიმონმჟავით, რომელიც პროდუქტების ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება.

როგორ გავაპრიალოთ მიმწვარი ტაფა

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 ჭიქა წყალი;
  • 1 ს.კ ღვინის ქვა ან ლიმონმჟავა;

პროცედურა:

1. ჩაასხით მიმწვარ ტაფაში ერთი ჭიქა წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე.



2. ჩაყარეთ მასში 1 ს.კ ღვინის ქვა ან ლიმონმჟავა და კარგად მოურიეთ.



3. მიიყვანეთ სითხე დუღილამდე. შემდეგ გადმოდგით იგი ცეცხლიდან და მიეცით გაციების საშუალება.



4. გაწმინდეთ ტაფა უბრალო ღრუბლის გამოყენებით.





საჭიროებისამებრ, გაიმეორეთ ეს პროცედურა მეორეჯერ. თქვენი ტაფა სისუფთავისგან იბრწყინებს!

პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ მიმწვარი ტაფის გაწმენდის ამაზე ეფექტური მეთოდი არსად შემხვედრია! თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ იგი მეგობრებს!