ფსიქოლოგთან კონსულტაციის შემდეგ ჩემმა მეგობარმა 7 კგ დაიკლო. ჭარბწონიანობის საიდუმლო...
რატომ ვერ ახერხებს ჭარბწონიან ადამიანთა უმრავლესობა წონის დაკლებას? გაგიკვირდებათ, თუმცა გამოცდილი ექიმების, დიტოლოგებისა და ფსიქოლოგების უმრავლესბოა ხშირ შემთხვევაში ჭარბი წონის პრობლემას ადამიანის ფსიქიკასთან აკავშირებს.
თუ თქვენ გაცხიმოვნებისგან ან ზედმეტი კილოგრამებისგან იტანჯებით, აუცილებლად წაიკითხეთ ჩვენი სტატია, რათა შეცვალოთ ცხოვრება უკეთესებისკენ. პრობლემის მთავარი მიზეზი ადამიანის ქვეცნობიერში იმალება.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოცემული პრობლემის გადასაჭრელად ჩემმა კარგმა მეგობარმა ფსიქოლოგს მიმართა. ჩემდა გასაკვირად, მან ხანმოკლე დროში 7 კილოგრამის დაკლება მოახერხა. მიუხედავად მკაცრი დიეტების დაცვისა და უამრავ დათმობაზე წასვლისა, ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლამდე მის მთავარ პრობლემად ჭარბი კილოგრამები რჩებოდა.
რას გვირჩევენ ფსიქოლოგები ჭარბწონიანობის დასამარცხებლად?
თუ თქვენ გაცხიმოვნებისგან ან ზედმეტი კილოგრამებისგან იტანჯებით, აუცილებლად წაიკითხეთ ჩვენი სტატია, რათა შეცვალოთ ცხოვრება უკეთესებისკენ. პრობლემის მთავარი მიზეზი ადამიანის ქვეცნობიერში იმალება.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოცემული პრობლემის გადასაჭრელად ჩემმა კარგმა მეგობარმა ფსიქოლოგს მიმართა. ჩემდა გასაკვირად, მან ხანმოკლე დროში 7 კილოგრამის დაკლება მოახერხა. მიუხედავად მკაცრი დიეტების დაცვისა და უამრავ დათმობაზე წასვლისა, ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლამდე მის მთავარ პრობლემად ჭარბი კილოგრამები რჩებოდა.
რას გვირჩევენ ფსიქოლოგები ჭარბწონიანობის დასამარცხებლად?
- ნამდვილად გასაკვირია, თუმცა ჭარბწონიანი ადამიანების არც თუ ისე მცირე ნაწილი საერთოდ არ ცდილობს ზედმეტი კილოგრამების მოშორებას. რატომ? ისინი ჭარბი კილოგრამებით გაცილებით კომფორტულად გრძნობენ თავს. დიახ, ეს ნამდვილად ასეა! ფსიქოლოგის მტკიცებით, ხშირ შემთხვევაში ჭარბწონიანობის მიზეზი საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობის აღებაა როგორც სახლში, ასევე სამსახურში. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სხეულის სასურველი ფორმების მოპოვებაში ხელს ყოველდღიური საქმიანობები გიშლით, იპოვეთ ისეთი ადამიანი, რომელიც მიუხედავად უამრავი ყოველდღიური საქმისა, კარგ ფორმაში ახერხებს დარჩენას. გამოკითხეთ ის, თუ როგორ ახერხებს ერთდროულად ოჯახზე, კარიერაზე და საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას.
- ადამიანების უმრავლესობა ვერ ახერხებს ჭარბი კილოგრამების მოშორებას ან საერთოდ არ ცდილობს პრობლემის გადაჭრას, რადგან ქვეცნობიერულ დონეზე ფიქრობენ, რომ სიმსუქნე არაჩვეულებრივი გზაა უამრავი პრობლემისგან თავდასაცავად, კერძოდ კი არასასურველი ურთიერთობებისა და ვალდებულებების თავიდან ასარიდებლად. ნებისმიერი სახის წარუმატებლობაში, როგორც წესი, ზედმეტ კილოგრამებს ვადანაშაულებთ. მაგალითად: ''რატომ აიყვანეს სამსახურში სხვა ჩემ მაგივრად? რადგან ის გაცილებით უკეთ გამოიყურება.'' ფსიქოლოგების მტკიცებით, ჭარბწონიანი ადამიანები ვერ იკლებენ წონას, რადგან ეს სასარგებლოა მათთვის. აიღეთ ხელში ფურცელი, კალამი და ჩამოწერეთ ყველაფერი, რასაც გააკეთებდით იმ შემთხვევაში, გამხდარი რომ ყოფილიყავით. ეს ძალიან დიდ სტიმულს მოგცემთ!
- რატომ ჭამენ ადამიანები? არა მხოლოდ შიმშილის გრძნობის დასამარცხებლად... როდესაც საქმე არაფერი გვაქვს, როდესაც მოწყენილები ვართ, როდესაც ვშფოთავთ, როდესაც დეპრესია გვაქვს, გამოსავალს ყოველთვის გემრიელად წახემსებაში ვპოულობთ. როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას? არ მოგერიდოთ ემოციების გამოხატვა! იტირეთ, თუ ამის მიზეზი გაქვთ, დაკავდით ფიზიკური აქტივობით, როდესაც ბრაზი მოგერევათ, მონახეთ კარგი თანამოსაუბრე, რომელსაც საკუთარი პრობლემების შესახებ უამბობთ და მისგან კარგ რჩევა-დარიგებასაც მოისმენთ.
- როდესაც ადამაინებისთვის გემრიელი კერძების მირთმევა ერთადერთი გზაა სიამოვნები მისაღებად, ჭარბწონიანობა და გაცხიმოვნება გარდაუვალია. საუკეთესო გამოსავალი პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი ჰობის აღმოჩენაა. ისეირნეთ ველოსიპედით ან ფეხით, ისეირნეთ ბევრი საკუთარ ოთხფეხა მეგობართან ერთად ან სასურველ კამპანიაში, დაკავდით ცურვით, ცეკვით და ა.შ. ჰობი, რომელიც ფიზიკურ აქტიურობას მოითხოვს, დაგეხმარებათ ჭარბი კილოგრამების მოშორებაში.
- თუ თქვენ ხშირად გიჩნდებათ კონკრეტული პროდუქტების მირთმევის დაუოკებელი სურვილი, აუცილებლად დაფიქრდით იმაზე, თუ რა არ გყოფნით ცხოვრებაში. მაგალითად, მოთხოვნილება ლუდზე და მარილიან თევზზე მიგვითითებს, რომ გვჭირდება დასვენება. სიყვარულისა და ურთიერთობის დეფიციტს განიცდით? ამ დროს საკმაოდ ხშირია მოთხოვნილების გაჩენა ტკბილეულზე. ასე ადამიანები ვცდილობთ, ჩავანაცვლოთ საკვებით რაიმე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ უნდა მივიდეთ დასკვნამდე, რომ არ გვჭირდება ყალბი ემოციები, რაც ძალიან რთულია. სწორედ ყოველივე აქედან გამომდინარე, ადამიანების უმრავლესობა ცხოვრების აქტიურ სტილსა და საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლას, რაც ძალიან ძნელია, სიმსუქნეს ამჯობინებს.
გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ფსიქოლოგების მტკიცებით, ლამაზი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობის ჭარბწონიანობის მიზეზი გარემომცველი სამყაროს მიმართ უნდობლობაში იმალება. ერთადერთი გამოსავალი, რომელიც პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ, საკუთარ თავზე მუშაობა, შრომა და ფსიქოლოგიური ტრავმის დამარცხებაა.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, ისინი მადლიერები დარჩებიან!