ოხრახუში ჩემი საუკეთესო მეგობარი და სწრაფი გახდომის საიდუმლოა! დიეტოლოგები გვირჩევენ...

ოხრახუში ჩემი საუკეთესო მეგობარი და სწრაფი გახდომის საიდუმლოა! დიეტოლოგები გვირჩევენ...
ზაფხულის ულამაზესი სეზონის დადგომასთან ერთად ლამაზი სქესის წარმომადგენელთა საკმაოდ დიდ ნაწილს უჩნდება კითხვა, თუ როგორ მოიშოროს ზედმეტი კილოგრამები ხანმოკლე დროში. მათი უმრავლესობა პრობლემის გადასაჭრელად, როგორც წესი, მკაცრ დიეტებს მიმართავს, რაც არასწორი მიდგომაა მოცემული საკითხის მიმართ. რატომ? გარდა იმისა, რომ დაკლებული კილოგრამები ასეთ შემთხვევაში ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება, ჩვენ ზიანს ვაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას.



როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ საზაფხულო სასმელის შესახებ, რომლის მთავარ ინგრედიენტსაც ოხრახუში წარმოადგენს. ეს გასაოცარი მცენარე ამცირებს შეშუპებას და უჯრედშორის არსებული სითხის დონეს.



ინგრედიენტები:
  • 1 ჩ.კ. ჯანჯაფილის ფხვნილი;
  • 1 ლიმონი;
  • 50 გრამი ოხრახუში;
  • 0,5 ლიტრი წყალი;
  • 1/2 ჩ.კ. დარიჩინი;
  • 1 ს.კ. ძმარი.

ინსტრუქცია:

  1. დააქუცმაცეთ ოხრახუში და ლიმონი თავის ცედრასთან ერთად.



  2. მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ქვაბში და მიიყვანეთ ნარევი დუღილამდე. ხარშეთ 5-10 წუთის განმავლობაში.



  3. როდესაც ნარევი გაგრილდება, გადაწურეთ ის და მიღებული სითხე შეინახეთ მაცივარში. მიირთვით ის დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა გათვლილია ერთ ულუფაზე. ყოველი დღისთვის თქვენ უნდა დაამზადოთ ახალი სასმელი.



თუ თქვენ მოცემული საშუალების მიღების პარალელურად ჯანსაღ კვებაზე გადახვალთ, ჭარბი კილოგრამები და ცხიმოვანი ფენები ხანმოკლე დროში უკვალოდ გაქრება.