ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნების ტოპ-3

ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნების ტოპ-3
მეცნიერებმა გამოავლინეს 3 ნიშანი, რომლებსაც ბედნიერება და სინათლე შემოაქვთ მისი მფლობელების ცხოვრებაში

მერწყული

ეს ნიშანი ამ სიაში შემთხვევით არ მოხვედრილა. საქმე იმაშია, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ცხოვრებას იოლად უყურებენ, არ დარდობენ პრობლემებზე და მუდამ სიამოვნებისკენ მიისწრაფვიან. მერწყულები ერთ ადგილს არ არიან მიჯაჭვული, არ განიცდიან, თუ გვერდით საყვარელი ადამიანი არ ჰყავთ, მათ ხომ მუდამ უამრავი მეგობარი ჰყავთ. ამიტომ გულისა და ნერვების სისტემა ყველაზე მყარი აქვთ. მერწყულები მრავალმხრივ განვითარებულნი არიან, ამიტომაც მუდამ კონტაქტში შედიან, თავს მარტო არასოდეს გრძნობენ. ეს კი ამ ნიშანს ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერს ხდის.

ლომი

არავის გაუკვირდება ლომის ამ რეიტინგში დანახვა. ამ შემოქმედებით პიროვნებებს ყველაფერი გამოსდით, თავდაჯერებული და კეთილშობილნი არიან, აქვთ ფართო თვალსაწიერი, ამიტომაც მათ გარშემო მუდამ უამრავი ადამიანი ტრიალებს. მათი წყალობით ლომი თვითრეალიზაციას ახდენს და მათი მართვაც შეუძლია, ე.ი. ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაც. ლომი ნამდილი გურმანი და ესთეტია, უყვარს სინატიფე, ხარისხი, ამიტომაც ყველაფერი საუკეთესო სურს და აღწევს კიდეც. ლომით აღფრთოვანებული მზერები მათ აბედნიერებს.

ტყუპები

ყველაზე ბედნიერი ადამიანების სიაში ტყუპებს პირველი ადგილი უკავიათ. საქმე იმაშია, რომ ისინი ითავსებენ სინატიფეს, ძალაუფლებისა და ცხოვრების სიყვარულს, უდარდელობასა და კომუნიკაბელურობას. მაგრამ არის ერთი თვისება, რომელიც არცერთ სხვა ნიშანს ასე არ ახასიათებს - ტყუპები აბსოლუტურად თავისუფლები არიან. მათ ცხოვრებაში ყველაფერი აქვთ მოსინჯული და ირჩევენ იმას, რაც ყველაზე მეტად ანიჭებთ სიამოვნებას. სტატისტიკის მიხედვით, 90%-ზე მეტი ტყუპები ბედნიერად მიიჩნევენ თავს და მზად არიან, ეს სხვებსაც გაუზიარონ.