ულამაზესი თმა, როგორც რეკლამაში - ეს იოლია! მე ასეთ შედეგს მივაღწიე...
ბუნებრივობა ყოველთვის მოდაშია. ჯანსაღი, ნატურალური ფერის თმა ნებისმიერ გოგონას ამშვენებს. მაგრამ როგორ შევიცვალოთ მობეზრებული ფერი ისე, რომ თმა არ დაზიანდეს? ხნა - საუკეთესო გამოსავალია, მას არამხოლოდ სტილისტები, არამედ, ექიმი-ტრიქოლოგები აფასებენ.
გარდა იმისა, რომ ეს გახლავთ უსაფრთხო საღებავი, ხნას გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები, აცილებს ქავილს და ქერცვლას, ებრძვის ქერტლს, შესანიშნავად ღებავს ჭაღარას და რაც მთავარია, ძალზედ ხელმისაწვდომია.
თმის შეხებვა ხნით
სილამაზის საიდუმლო
როგორ ღებავს ხნა
როდესაც ჩვეულებრივი ქიმიური საღებავით იღებავთ, თმის ბუნებრივი პიგმენტი საღებავის ხელოვნურ პიგმენტს ერევა. ხნა სხვაგვარად მოქმედებს: ის არ ზემოქმედებს თმის შინაგან სტრუქტურაზე, ამგვარად, ხნის შემდეგ თმა მაგრდება დამცავი გარსის წყალობით, ფერი კი დიდ ხანს არ ირეცხება.
ხნის ნაირსახეობა
სხვადასხვა ფერისა და სტრუქტურის თმა სხვადასხვაგვარად აღიქვამს ხნას, შეღებვის შედეგი დამოკიდებულია ნატურალურ ფერზე. სანამ მთლიანად შეიღებავთ, მოსინჯეთ თმის პატარა ნაწილზე.
არსებობს ხნის რამდენიმე სახეობა, რომლებსაც სხვადასხვა ეფექტი აქვს:
უფერული - აღადგენს უსიცოცხლო თმას.
ოქროსფერი - უხდება ქერებს.
ყავისფერი - შეიძლება ღია ყავისფერ თმაზე გამოყენება.
ბურგუნდი - პიგმენტი, რომელიც მუქ ღვინისფერს იძლევა.
მახაონი - მოდური ფერი წითელი ელფერით.
შავი - მწარე შოკოლადის ფრად ღებავს.
ხნის საღებავის მომზადება
ხარისხიანი ფხვნილი მწვანე უნდა იყოს, სურნელი კი ბალახის ჰქონდეს. გახსენით 70 გრადუსზე გაცხელებულ წყალში, დააფარეთ პოლიეთილენის პარკი და დატოვეთ მთელი ღამით სითმოში. ამ დროს გამოთავისუფლდება საღებავი, ნაყენი გაიჟღენთება პიგმენტით. საღებავის წასმამდე დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი.
გამოყენებამდე გამოსცადეთ ალერგიულ რეაქციაზე - წაისვით ცოტაოდენი კანზე. თუ სიწითლე და ქავილი აღგენიშნათ, ნუ გამოიყენებთ ამ პროდუქტს.
თმაზე წასმა
მთავარი წესი: ხნა უნდა გამოიყენოთ სუფთა და მშრალ თმაზე. წაისვით თანაბრად ძირებიდან თმის ბოლოებამდე. შეიხვიეთ თავი პოლიეთილენის პარკით. უფრო ღია ფერის მისაღებად, გაიჩერეთ 35 წუთი სითბოში და 1 საათი სითბოს გარეშე. მუქი ფერისთვის კი 45 წუთი სითბოში და 80 წთ სითბოს გარეშე. შემდეგ კარგად დაიბანეთ თავი.