აი რას არ გაპატიებენ არასოდეს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები

აი რას არ გაპატიებენ არასოდეს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები
თითოეულ ადამიანს თავისი ნაკლი და ღირსება აქვს. ზოგი ერთ საქმეში ძალიან მაგარია, ზოგიც - სხვაში. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვაგვარად სწყინთ.

ვერძი

ვერძი ვერ იტანს, როცა მას ხელს უშლიან. ნუ შეუქმნით წინაღობებს, ეს არაფერს მოგიტანთ, გარდა ვერძის გაღიზიანებისა. ის არასოდეს გაპატიებთ, თუ გზად გადაეღობეთ.

კურო

კუროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია კოფორტი, დიდ დროს უთმობს სიმშვიდისა და სიმყუდროვის ოაზისის შექმნას. ნუ ეცდებით მოაშოროთ მას რაიმე კეთილდღეობა, ამ წყენას ის არასოდეს დაგივიწყებთ.

ტყუპები

ტყუპებს უყვართ ურთიერთობა და არ გაპატიებთ, თუ მათ მეგობრებთან ურთიერთობას, მხიარულებას და წვეულებებს შეუზღუდავთ. უმჯობესია, შეუერთდეთ მას.

კირჩხიბი

ნუ ჩაყოფთ ცხვირს კირჩხიბის შინაგან სამყაროში და ნუ ეცდებით დააცდინოთ რაიმე საიდუმლო. რაც უფრო მეტი იქნება მცდელობა, მით უფრო გადაიკიდებთ სამუდამოდ კირჩხიბს.

ლომი

ლომს უყვარს, როცა მისით აღფრთოვანდებიან. და თუ ერთხელ მაინც მოაკელით ეს სიამოვნება, მისი სამუდამო წყენა გარანტირებულია. და თუ კრიტიკას ეცდებით, მაშინ მისი სახით მტერს გაიჩენთ.

ქალწული

ქალწული დიდი პედანტია, ამიტომ ის სამუდამოდ შეწყვეტს თქვენთან ურთიერთობას, თუ სახლში ან თავში დიდი არეულობა გაქვთ და კიდევ დიდ ხანს გაიხსენებს ამას აღშფოთებით.

სასწორი

არაფერია ჰარმონიის დარღვევაზე უარესი სასწორისთვის. თუ თქვენმა ქმედებამ მის ცხოვრებაში დისონანსი შეიტანა, ის სამუდამოდ ამოგშლით თავისი ცხოვრებიდან.

მორიელი

მორიელს ბევრი რამ არ აწყობს ცხოვრებაში, მაგრამ რასაც ის არასოდეს აპატიებს, არის ღალატი. თანაც ეს მხოლოდ პირად ურთიერთობებს არ ეხება, არამედ მეგობრულსაც.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ვერ იტანს წინააღმდეგობებს. და თუ ის მიიჩნევს, რომ ურღვევთ ცხოვრების რიტმს, ხელს უშლით მიზნის მიღწევაში, შეგიძლიათ დაივიწყოთ მის არსებობაზე.

თხის რქა

თხის რქა ვერ იტანს, როცა ვინმე უპატივცემლოდ ექცევა. მას ისეთი ეგო აქვს, რომ ხანდახან ამას აბსურდულ სიტუაციამდე მიჰყავს. მაგრამ ამას არასოდეს აღიარებს, რადგან მას ყველა უნდა ემორჩილებოდეს.

მერწყული

თუ მერწყულის გადაკიდება გსურთ, ეცადეთ მისი ჩაკეტვა გალიაში და ფრთების მჴჭრა. მერწყული ბევრ რამეს პატიობს, მაგრამ თავისუფლების წართმევას - არასოდეს.

თევზები

თევზებს სწყინს, როცა მას ვერ ამჩნევენ და აზრს არ ეკითხებიან. ეგოისტია და თუ არ გრძნობს, რომ საჭიროა, მისთვის მომაკვდინებელია. თუნდაც არაფრის გაკეთება შეეძლოს, ელოდება, რომ მუხლებზე დაეცემით და დახმარებას სთხოვთ.