მათთან ხუმრობა არ ღირს: ყველაზე ბუტია ზოდიაქოს ნიშნები

მათთან ხუმრობა არ ღირს: ყველაზე ბუტია ზოდიაქოს ნიშნები
ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ ადამიანს ყველაფერი ადვილად სწყინს, ზოგი მალევე ივიწყებს წყენას. როგორც აღმოჩნდა, ბუტიაობას, ისევე როგორც ხასიათის სხვა თვისებებს, ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს.

ვერძები წყენას იოლად ივიწყებენ, მაგრამ მათი ფეთქებადობა განანებინებთ თქვენს საქციელს. თუ ვერძის მიერ აფექტის მომენტში თქვენდამი მიყენებული ტრამვები სიცოცხლესთან თავსებადია, ის განაგრძობს თქვენთან ურთიერთობას, თითქოს არაფერი მომხდარა.

ქალწული, თხის რქა და კურო დიდი ბუტიობით არ გამოირჩევიან. ისინი არ ბრაზობენ - უბრალოდ, წყვეტენ ურთიერთობას უსიტყვოდ. თუკი ძლიერ აწყენინეთ, კურო მორალის კითხვას დაგიწყებთ, ქალწული ცივსისხლიანად იძიებს შურს, თხის რქას ყველაზე მეტად კრიტიკა სწყინს - გაპატიებთ, თუ დაამტკიცებთ, რომ კრიტიკა საფუძვლიანია.

ლომს ადვილად აწყენინებთ მისი შრომის/ჭკუის/სილამაზის/ღირსების დაუფასებლობით. ის უბრალოდ აღარ შეგიმჩნევთ, თითქოს საერთოდ არ არსებობთ. ლომის კეთილგანწყობის დაბრუნებაც ადვილია - უბრალოდ, შეაქეთ და მორჩა.

მერწყული, სასწორი და ტყუპები ადვილად იბუტებიან, მათ შურისძიება არ იციან, მაგრამ ტყუპებს შეუძლიათ სკანდალი მოაწყონ, სასწორი მოახდენს დემონსტრირებას, თუ როგორ ატკინეს გული, მერწყული კი იმედგაცრუების გამო მაწყენარის ცხოვრებიდან გაქრება.

მშვილდოსანი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე კეთილი ნიშანია, მაგრამ ნუ გამოიყენებთ ამას ბოროტად. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელ მშვილდოსანს ასეთივე ცეცხლოვანი ტემპერამენტი აქვს. იმის ნაცვლად, რომ ადგილზე მოგკლათ, ის დაგიწყებთ ჭკუის სწავლებას და სწორ გზაზე დაყენებას.

წყლის სტიქიის წარმომადგენელი კირჩხიბები, მორიელები და თევზები ძალიან ბუტიები არიან. თევზები მალევე გაპატიებთ, მაგრამ საკუთარი თავის შეცოდებას დაიწყებენ, მორიელები ხანგრძლივად იძიებენ შურს.

ბუტიების რეიტინგში კირჩხიბს პირველი ადგილი უკავია. ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან და გარშემომყოფებს სიფრთხილე მართებს, რადგან მათ ნებისმიერი წვრილმანი სწყინთ. იკეტებიან საკუთარ თავში და პატიების მიღება მათგან ძალზედ რთულია.