თითქოს ახალი შეგეძინოთ! ეს ხრიკი თქვენს ლიფს თავდაპირველ სიქათქათეს დაუბრუნებს

თითქოს ახალი შეგეძინოთ! ეს ხრიკი თქვენს ლიფს თავდაპირველ სიქათქათეს დაუბრუნებს
თეთრეულს მაგიური შესაძლებლობები აქვს. შეიძლება კარტოფილის ტომარა ჩაიცვა, მაგრამ თუ შიგნით ძალიან მაგარი მაქმანებიანი თეთრეული გაცვია, თავს ქალღმერთად იგრძნობ. გაზაფხულსა თუ ზაფხულში, უმეტესობა ღია ფერის სამოსს ირჩევს, შესაბამისად, თეთრეულიც ამ ფერის უნდა იყოს. მაგრამ არის ერთი ”მაგრამ”: ის მალე კარგავს მიმზიდველ იერსახეს, ყვითლდება ან ნაცრისფერ შეფერილობას იღებს.



თეთრი ლიფებისა და საცვლების გარეცხვა საკმაოდ რთულია, რადგან ასეთი ქსოვილი ვერ იტანს მათეთრებელ ძლიერ საშუალებებს. ჩვენი რედაქცია დღეს შემოგთავაზებთ ერთი საშუალების რეცეპტს, რომელიც ბიუსტჰალტერს უწინდებურ სიქათქათეს დაუბრუნებს.

როგორ გავათეთროთ ლიფი

ინგრედიენტები:
  • 2 ს.კ. მარილი
  • 1 ს.კ. სოდა
  • 1 ს.კ. სარეცხის ფხვნილი



გამოყენება:

  1. ჩაასხით ტაშტში თბილი წყალი, დაამატეთ ინგრედიენტები და კარგად მოურიეთ.



  2. ჩაალბეთ ლიფი 15 წუთით, თუ თეთრეული ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მაშჳნ 30 წუთით. შემდეგ გარეცხეთ ხელით, მაგრამ ნუ დაატანთ ძალას.



  3. გაავლეთ ლიფი თბილ წყალში. მზადაა! დაიმახსოვრეთ: არასოდეს გააშროთ რადიატორზე, რადგან მასზე ყვითელი ლაქები გაჩნდება.

ეს მეთოდი ასევე კარგია მსუბუქი პერანგებისთვისა და მაისურებისთვის. თქვენი ნივთები სიქათქათეს კიდევ დიდ ხანს შეინარჩუნებს.

იხილეთ ვიდეო: